ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის „ოქროსმუხოროს“ უბნის მოსახლეობა ლიხაური-მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების 2022 წლის ბიუჯეტიდან ამოღებას აპროტესტებენ.
„ბიუჯეტდამტკიცებული პროექტი გაუქმებულია.?
♦️ორი სოფლის ლიხაურისა და მაკვანეთის დამაკავშირებელი
ვითომ გზას ხედავთ ფოტოებზე.ეს სურათია რამდენიმე კმ-ზე.
♦️5 კილომეტრის მანძილზე (ლიხაური- მაკვანეთი)ასეთი გზის ნაპირას მცხოვრები მოსახლეობა უკვე მეორედ გადააგდეს.
წლების წინ…არხები გაიჭრა, გზა უნდა დაგებულიყო და სხვა ადგილზე დააგეს.
♦️შარშან როგორც იქნა პროექტი შედგა, საკრებულომ მიიღო, ბიუჯეტიც გამოიყო 1.5 მლ. ლარი.
♦️მანამდე “ოქროს მუხუროს” ახალი წყალგაყვანილობის სისტემის პროექტის განხორციელება დაიწყო. ძველი ამორტიზირებულია და გზის დაგებას აზრი ეკარგებოდა.
წყალგაყვანილობის პროექტი შეჩერდა 6 თვეა და დაასრულებენ.
♦️მაგრამ გზა არ იგება. კვლავ მოატყუეს ორი სოფლის მცხოვრებნი.
ეს არის მოსახლეობის ადგება!
რატომ არაა ეს ორი სოფელი პრიორიტეტული?
მაშინაც უნდა დაგენახათ გზა და ხალხმა ხმა რომ მოგცათ…დაგავიწყდათ?
მე არ მავიწყდება! ეს საკითხი ასე არ დასრულდება.“ _წერს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში და მოსახლეობის საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებს.
გაზეთი „ალიონი“ ამ თემაზე დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. თუ რა გახდა მიზეზი ლიხაური-მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის პროექტის შეჩერების, ამას მათგან  პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 58
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 50
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 49
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 47
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 45
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…