დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან რუსეთის საზღვარი 10 000-ზე მეტმა დევნილმა გადმოკვეთა, – ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით ქალების, ბავშვების და მოხუცების ევაკუაცია ხორციელდება.

გუშინ თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს. ისინი ამის მიზეზად უკრაინის მხრიდან სიტუაციის გამწვავებას ასახელებენ.

პირველი სამგზავრო მატარებელი გუშინ ლუგანსკიდან რუსეთში, ქალაქების ალჩევსკის და სვერდლოვსკის (ლუგანსკის ოლქის ქალაქები) გავლით რუსეთში გავიდა. ამ შემადგენლობამ 650 ადამიანი გადაიყვანა. ამის შესახებ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სააგენტო „ლუგანსკინფოცენტრი“ იუწყება.

ამავე სააგენტოზე დაყრდნობით რუსული მედია იუწყება, რომ ამ დროისთვის უკვე ევაკუირებულია 13,5 ათასი კაცი.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით, რუსეთის მთავრობა თითოეულ დევნილს, ვინც დონეცკიდან როსტოვში გადავა, დახმარების სახით, 10 ათას რუბლს გადაუხდის.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან რუსეთში 700 000-მდე ადამიანის ევაკუირება იგეგმება.

_„უნდა დავინახოთ ის, რისი დანახვაც შეიძლება და არ გამოგვრჩეს. აშკარაა უკრაინის საზღვრის გასწვრივ ჯარების განლაგება, ისევე როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ბელარუსში. უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელების ყველა შესაძლებლობა აშკარაა და ეს ფაქტად რჩება,“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მოლაპარაკებებისთვის ყველა შესაძლებლობის გამოყენება უნდა მოხდეს.

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 68
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 65
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 58
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 56
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 54
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…