„ჩვენ მზად ვართ ვეძიოთ ომის დასრულების გასაღები მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატში. არ აქვს მნიშვნელობა, სად მსოფლიოში შევთანხმდებით მშვიდობაზე, რათა დასრულდეს ომი უკრაინაში. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება მშვიდობა, მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა”_განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

დღეს ვოლოდიმერ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება, სადაც ძალიან საინტერესო და პირდაპირი განცხადებები გააკეთა:
,,უკრაინა თავს დაიცავს ნებისმიერ შემთცვევაში დახმარებით თუ დახმარების გარეშე, მიუხედავად იმისა, მოკავშირეები მისცემენ ჩაფხუტებს თუ იარაღს”.
„ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურა დარღვეულია. ახლის დროა“
„ეს არ არის ომი უკრაინაში, ეს არის ომი ევროპაში“.
ნატოს შესახებ: „გვითხრეს, რომ კარი ღიაა, მაგრამ არ გვაძლევენ შესვლის უფლებას”. ,, წლების განმავლობაში გვერდს უვლიდნენ კითხვას, დროა პასუხი გასცეს, შეიძლება თუ არა უკრაინის მიღება ნატოში“.
ზელენსკიმ ისაუბრა ესკალაციასა და მასობრივ დაბომბვებზე ბოლო დღეებში ,, ეს მე თვითონ ვნახე გუშინ მარიინკას ფრონტზე”.
,, ჩვენ მზად ვართ ვეძიოთ ომის დასრულების გასაღები მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატში. არ აქვს მნიშვნელობა, სად მსოფლიოში შევთანხმდებით მშვიდობაზე, რათა დასრულდეს ომი უკრაინაში. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება მშვიდობა, მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა”.
ზელენსკის ჰკითხეს თუ რატომ გაემგზავრა იგი პირადად მიუნხენში, იმის გათვალისწინებით, რომ მის ქვეყანას ემუქრება რუსეთი. რადროსაც მან უპასუხა, რომ ბევრი შეხვედრა გამართა უცხოელ ლიდერებთან და ასევე მისი თქმით უკრაინა არ არის პანიკაში.
ზელენსკიმ აგრეთვე ისაუბრა ამერიკული დაზვერვის აგრესიულ ინფორმაციაზე, რამაც დესტაბილიზაცია გამოწვია უკრაინის შინ და გარეთ, რა დროსაც მან ახსენა, რომ „დაზვერვა, რომელსაც ენდობა, მხოლოდ მისი (უკრაინის) დაზვერვაა“.
ზელენსკი შეეხო სანქციებსაც:
,,თქვენ გვეუბნებით, რომ სანქციები არ დაწესდება მანამ, სანამ ომი არ დაიწყება და თქვენ ამბობთ, რომ ომი რამდენიმე დღეში დაიწყება… მაშ, რას ელოდებით?
და ბოლოს ყველაზე საინტერესო, ზელენსკი ითხოვს ბუდაპეშტის მემორანდუმის მონაწილე ქვეყნების (რუსეთი, აშშ,ბრიტანეთი,საფრანგეთი) სამიტის მოწვევას, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის სანაცვლოდ უკრაინის მიერ უარის თქმას ბირთვულ იარაღზე. თუ სამიტი არ შედგა, კიევმა შესაძლოა ის ბათილად აღიაროს.
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 71
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 69
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 67
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 60
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 58
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…