ავტორი: გაზეთი „ალიონი“

 გასულ კვირაში  ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სკოლებიდან მასწავლებლების გათავისუფლების  თემა იყო. ზოგიერთი სკოლის მასწავლებელი შეეგუა თავის  ხვედრს და არ გაუპროტესტებია სკოლის გადაწყვეტილება, ზოგიერთმა სკოლამ შეძლო სტატუსის არ მქონე მასწავლებლების შენარჩუნება, ხოლო ქ. ოზურგეთის #2 საჯარო სკოლაში, სადაც 3 პედაგოგი გაათავისუფლეს,  ერთ-ერთი პედაგოგის გათავისუფლებას მშობლების პროტესტი მოჰყვა. თუ როგორ მიმდინარეობდა პედაგოგების რანჟირების პროცესი და როგორ აფასებს პედაგოგების სკოლებიდან გაშვების ფაქტებს, ამ თემაზე ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ლელა იმედაშვილს ვესაუბრეთ:

_2014 წლიდან ცნობილია, რომ ამუშავდა მასწავლებელთა ცოდნის ამაღლების ახალი სქემა, რომელმაც მკვეთრად განსაზღვრა პედაგოგების რანჟირება, ყველა შესაბამისი რანგის მინიჭება შესაბამისი სტატუსით, შინაარსით, ანაზღაურებით და დატვირთვით. მასწავლებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ უნდა დაედასტურებინათ ორი მიმართულებით კომპენტეცია_ეს იყო პროფესიული უნარების და საგნობრივი კომპენტენცია. უნდა ჩაებარებინათ გამოცდები, როგორც საგანში, ისე პროფესიულ უნარებში, რაც ბუნებრივია, მასწავლებებმა გააკეთეს კიდეც.

უკვე 8 წელია ეს გამოცდები ტარდება და მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაედასტურებინათ შესაბამისი კომპენტენცია. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ ვალდებულება დაეგროვებინათ გარკვეული კრედიტები სასწავლო საქმიანობის მიხედვით.

სხვადასხვა სტატუსს სხვადასხვა ზღვარი ჰქონდა დადგენილი. როცა ამ ზღვარს გადალახავდნენ, ეძლეოდათ სტატუსი და შესაბამისად, იზრდებოდა სახელფასო ანაზღაურება.

ყველა მასწავლებელი ამასთან დაკავშირებით იყო ინფორმირებული და  ეს შანსები კიდევ უფრო გაიზარდა 4 წლის წინ, როცა მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლეოდათ გამოცდები ჩაებარებინათ წილობრივი ქულებით. დადგინდა 4 ზღვარი: 1+4+7 +10. მათ საკრედიტო ქულების დაგროვების შემთხევაში, ეთვლებოდათ გამოცდა ჩაბარებულად და ყველა სხვა საქმიანობა სკოლაში გადაინაცვლებდა.

საგნობრივი კრედიტი იყო ძალიან დიდი შანსი მასწავლებლებისათვის. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რთულია გამოცდა, შინაარსობრივად მესმის ხოლმე. არარელევანტურიაო _ამ შეფასებას ვერ მივიღებთ, რადგან გამოცდები არარელევანტურად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, როცა მას 80 ან 90 პროცენტი ვერ ჩააბარებს, მაგრამ როცა პირიქით ხდება, რელევანტურობაზე საუბარი არ შეიძლება.

იმათთვის, ვინც ვერ ჩააბარა გამოცდა, ვიმეორებ მათ შეეძლოთ ჩაებარებინათ კრედიტზე. აქ მაქსიმუმი 10 ქულა იყო. 3  წლის წინ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცდები ვერ ჩააბარეს ზაფხულში, იანვარშიც მიეცათ გამოცდების ჩაბარების საშუალება. ამის შემდეგ მასწავლებლებს ვაფრთხილებდით, რომ გამოცდების ჩაბარება იყო მათი ვალდებულება.

შარშან სქემამ ამოწურა თავისი როლი. ვინც ვერ ჩააბარა, ამ მასწავლებლებს სტატუსი აღარ განესაზღვრათ. მათ ჩვენ უსტატუსო მასწავლებლებს ვეძახდით. ამჟამად სკოლაში გვყავს უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები. ის სიტყვა _პრაქტიკოსი, რომელიც ამ ხალხს ჰქონდათ მინიჭებული უკვე აღარ ფიგურირებს სქემაში.

მაინც აღმოჩნდა, რომ ზაფხულის გამოცდაზე მასწავლებელთა გარკვეულმა კატეგორიამ ვერ ჩააბარა გამოცდები. სექტემბერში ასეთ მასწავლებლებს გაუფორმდათ ხელშეკრულება დეკემბრამდე, ანუ სექტემბერში ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ხელშეკრულება იყო ვადიანი და იგი დეკემბერში ამოიწურებოდა.

სხვა ვარიანტი სკოლებს არ ჰქონდათ, რადგან ეს პროცესი მოხდა ქვეყნის მასშტაბით.

კონკურსის წესით ჩვენ ავიყვანეთ შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებლები.

 

_ როგორ წარიმართა შემდეგ პროცესი, თავიდან ხომ გამოცდებზე გასვლა ნებაყოფლობითი იყო?

_ რაც შეეხება ვალდებულებას, 2014 წლიდან იგი ნებაყოფლობითი იყო. მაშინ ყველა მასწავლებელი გახდა პრაქტიკოსი და რანჟირება ხდებოდა გამოცდების ჩაბარების შემდეგ. ვიცი, გამოცდებისთვის ფსიქოლოგიურად უნდა მომზადებულიყვნენ. აქ საუბარი იყო გასვლის ვადებზე, მაგრამ გამოცდების გარეშე მათ სტატუსი რომ არ შეუნარჩუნდებოდათ, ეს თავიდანვე იყო ცნობილი.

_ დაახლოებით რამდენმა ადამიანმა ვერ ჩააბარა ოზურგეთიდან გამოცდები?

_ წელს გამოცდები ვერ ჩააბარა 71 უსტატუსო მასწავლებელმა, რომელთაც სექტემბერში გაუფორმდათ შესაბამისი ხელშეკრულება.

მთავრობის დადგენილების შესაბამისად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლითაც სკოლას პირველი სემესტრის დასრულებამდე უნდა გაეფრთხილებიათ უსტატუსო მასწავლებლები მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და მათ ადგილებზე უნდა გამოეცხადებინათ შიდა ან გარე კონკურსი.

სკოლა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, აცხადებს შიდა კონკურს, ანუ ანაწილებს საათებს სკოლის შიგნით, ხოლო სკოლას როცა ამის შესაძლებლობა არ აქვს, აცხადებს გარე კონკურსს.

გარე კონკურსის შემთხვევაში, როცა არავინ შევიდა კონკურსზე, ესეც მთავრობის დადგენილებით იყო განსაზღვრული, სკოლას ჰქონდა უფლება გაეგრძელებინა უსტატუსო მასწავლებელთან ხელშეკრულება.

სტატისტიკურად 71 მასწავლებლიდან 44-ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო დანარჩენებთან სკოლებმა ხელშეკრულებები გააფორმეს.

_ . ოზურგეთის #2 საჯარო სკოლაში 3 პედაგოგი გაათავისუფლეს, რომელთაც სკოლაში მუშაობის დიდი გამცდილება ჰქონდათ  და კარგი ავტორიტეტითაც სარგებლობდნენ..

_#2 საჯარო სკოლაში გარკვეულ საათებზე გამოცხადდა გარე კონკურსი, ხოლო ნაწილი საათებისა, გადანაწილდა სკოლაში მომუშავე პედაგოგებზე.

#2 საჯარო სკოლის დირექტორმა სამთავე უსტატუსო მასწავლებელს შესთავაზა გახანგრძლივებული (მე-2 ცვლის) მოსწავლეებთან საგანმანათლებლო მუშაობა, რაზედაც ერთ-ერთი დათანხმა, თუმცა შემდეგ მანაც უარი განაცხადა.

_ამას მშობლების პროტესტიც მოჰყვა.ისინი თვლიან რომ პედაგოგს უსამართლოდ მოექცნენ…

_ ძალიან ვწუხვარ. #2 საჯარო სკოლის მე-4 „დ“ კლასში სკოლამ უკვე დანიშნა უფროსი მასწავლებლი. მე ვხედავ, რომ ეს არის მართული პროცესი. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესში მასწავლებელიც იყოს ჩართული. არსებობს გამოხატვის უფლება, მაგრამ მთავარი _ბავშვის უფლებები არ უნდა დაირღვეს.

მე-4 -„დ“ კლასში 16 მოსწავლე ირიცხება, საიდანაც ორს კოვიდი აქვს, ხოლო სამი მოსწავლე თვით იზოლიაციაში იმყოფება. კიდევ ერთი მოსწავლე ერთ-ერთი სოფლიდან ვერ დადის, რადგან დიდი თოვლია.  2-3 მოსწავლე ყოველდღიურად ესწრება სკოლაში  გაკვეთილებს. სკოლის დირექტორი შეხვდა მშობლებს. თუკი დავინახავთ, რომ ხდება მშობლების მხრიდან ბავშვების შეზღუდვა, სოციალურ სამსახურს ჩავაყენებთ საქმის კურსში, მით უფრო, რომ მე-4 კლასის მოსწავლეები ვერ მიიღებდნენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას უფროსების ჩარევის გარეშე.

მშობლების თხოვნა _დააბრუნონ მასწავლებელი სკოლაში, არაა სკოლის დირექციის გადასაწყვეტი _ეს ყველაფერი მთავრობის დადგენილების და სამინისტროს ბრძანების საფუძველზე მოხდა..

_ სკოლებიდან წასულ პედაგოგებს სხვა რა შანსი აქვთ სკოლაში დასაბრუნებლად?

_ უსტატუსო მასწავლებლებს შეუძლიათ ზაფხულში კვლავ მიიღონ გამოცდებში მონაწილეობა. წარმატების შემთხვევაში მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ  სკოლების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურსში.

გაზეთი „ალიონი“ 31.01.2022 წ. #2

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 55
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 49
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 49
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 47
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 47
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…