ორი წლის წინ თურქეთის ტერიტორიაზე, ძველ ტაო-კლარჯეთის მოსანახულებლად ვიყავით. ჭოროხის ხეობას მიუყვება თანამედროვე ავტომაგისტრალი უამრავი გვირაბითა და სხვა საგზაო ნაგებობით. იშხანის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე, ვნახეთ როგორ მოეხსნათ აქაურ მეგზევეებს უზარმაზი უნაყოფო კლდოვანი  მთა. აქ მოპოვებულ წიაღისეული გზის გადაღმა ქვის სამტვრევ ქარხანაში მუშავდებოდა სხვადასხვა ფრაქციად, რომლითაც შემდეგ  ასფალტს ამზადებდნენ და გზებს აშენებდნენ, . ჭოროხის ხეობასა და მის შენაკადებზე ქვიშა-ღორღის კარიერები არ შეგვხვედრია.

გურიაში გამავალი მდინარეების ხეობებს ათეული წლებია შესევიან ქვიშა-ღორღის მომპოვებელი კომპანიები. ახლახან, მდინარე სუფსის ხეობაში მომხდარიც საკმარისია იმის ასახსნელად, როცა კომპანია „ქიუ ემ სიმ“ ვითომდა „გასწორხაზოვნების“ მოტივით, ნაპირები არ დაუტოვა და ფაქტიურად ფსკერი ამოუღო მდინარე სუფსას ოზურგეთი-ბაილეთი-ჯუმათი-გულიანის გზის სუფსის ხიდის მიმდებარედ. კომპანიას წიაღის ეროვნული სააგენტოდან არანაირი ნებართვა არ ჰქონდა. არც გარემოს დაცვის შესაბამის სამსახურს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არანაირი ზომები არ მიუღიათ ამ ბარბაროსული ქმედების შესაჩერებლად.

როგორც ვწერდით, ხელისუფლებამ ერთობლივი საწარმო „POLAT YOL &MAPA“  უფლება მისცა  ზღვიდან 20 კილომეტრიან  ზოლში, მდინარე ნატანებზე, ისტორიული ვაშნარის ციხე-ქალაქის მიდებარედ, ლიცენზიის გარეშეც მოიპოვოს წიაღი. ამისთვის 2020 წლის 4 სექტემბერს. სასწრაფოდ შევიდა ცვლილებები2005 წლის 11 აგვისტოს N 136 დადგენილებაში   „სასარგებლო წიაღის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების“ .

კერძოდ: „დაუშვებელია ლიცენზიის გაცემა ინერტული მასალის მოპოვების მიზნით, შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეთა…შავი ზღვის შესართავიდან 20 კლ მანძილზე პირდაპირი ხაზით“…

ცვლილება-„ მითითებულ დიაპაზონში ინერტული მასალის მოპოვება ნებადართულია…იმ შემთხვევაში, თუ მოპოვება წარმოებს ჭარბი აკუმულაციის უბნებიდან შავი ზღვის ნაპირების ( პლაჟების) აღდგენის მიზნით. მოპოვება დასაშვებია აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული მასალა დასაწყობებულია“…აღნიშნულს ხელს აწერს მაშინდელი პრემიერი-მინისტრი გიორგი  გახარია.

სასწრაფო წესით კანონის ცვლილებას წინ უსწრებდა, კომპანია “პოლატის” წერილი 27. 08.2020 წ. დოკუმენტის N-TMO/20/0324, რომელიც გაეგზავნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. კომპანიამ დაიწუწუნა წიაღი არ მაქვს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვისო.

გზა უნდა აშენდეს, და გამონაკლისი დაუშვეს, რომელსაც ხელს ამჟამინდელი პრემიერიც  აწერს. მდინარე ნატანების აუზში, 20 კილომეტრიან ზოლში ულიცენზიოდ შევიდა„POLAT YOL &MAPA, რომელმაც იქ წიაღისეულის  მოპოვების უფლება ქვემოიჯარე კომპანის გადასცა და  ახლა ვხედავთ, როგორ ბარბაროსულად ექცევიან ისინი ხეობას.

ჩვენ დავუკავშირდით ქვემოიჯარე კომპანიის მენეჯერს იაკობ ლექვინიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ მას დრო არ ჰქონდა ჩვენთან სასუბროდ.შემდეგ კი ვერ დავუკავშირდით.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ გაზეთ „ალიონთან“ თქვა:

_ნებისმიერ წიაღის მომპოვებელ კარიერულ წარმოებას ლიცენზიით თუ ულიცენზიოთ სჭირდება შესაბამისი გარემოსდაცვითი ნებართვა და წარმოების გეგმა, ასევე ადგილობრივი, მუნიციპალიტეტის ნებართვები.

რატომაა ნებადართული გარემოსდაცვითი კანონების უხეში დარღვევა?

მდინარეების კალაპოტის შეცვლა, დაღრმავება, კასკადების მოწყობა, უკონტროლო ტაციობა? რადგან მთავრობის მიერაა ნებართვა გაცემული….გამოდის ყველა კანონმდებლობა უგულველყოფილია. თუ არ შეიცვალა მსგავსი იგნორი კანონებისა, ხელში შეგვრჩება ველური კაპიტალიზმი და აოხრებული ხეობები.

მდინარე სუფსის აუზის აოხრების შემდეგ ქვა-ღორღის მომპოვებელები ახლა მდინარე ნატანების აუზს კვლავ შეესივნენ და ბოლო 20 წლის განმავლობაში 40-მდე ქვა-ღორღის მომპოვებლების მიერ აოხრებულ ხეობას საბოლოო განაჩენს გამოუტანენ.

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 73
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 65
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 61
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 60
    მდინარე ნატანები მდინარე სუფსის ბედს გაიზიარებსმდინარე სუფსის აუზის აოხრების შემდეგ ქვა-ღორღის მომპოვებელები ახლა მდინარე ნატანების აუზს კვლავ შეესივნენ და ბოლო 20 წლის განმავლობაში 40-მდე ქვა-ღორღის მომპოვებლების მიერ აოხრებულ ხეობას საბოლოო განაჩენს გამოუტანენ. ერთობლივი საწარმო „POLAT YOL &MAPA“ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე შავი ზღვიდან 20-კილომეტრიან ზოლში ასეულობით ათას კუბურ წიაღისეულს მოიპოვებს. სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში 530…
  • 60
    „აოხრებულია ყველაფერი, პრაქტიკულად მდინარე არ არსებობს“15 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დაბა ნასაკირალის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესო ქათამაძემ სიტყვა ითხოვა. იმის გამო, რომ სხდომის დასაწისში ენმ-ის წევრი დეპუტატი თათია ნიკოლაიშვილი სიტყვით გამოვიდა, მას რეგლამენტი შეახსენეს და სხდომის დასრულების შემდეგ მისცეს სიტყვა. საკრებულოს დღის წესრიგით საკითხების განხილვა დასრულებული იყო, ამიტომ რამდენიმე დეპუტატმა სხდომა დატოვა და ქათამაძეს არ…