გუშინ, სოფელ შრომის საჯარო სკოლაში  საქართველოს საბჭოთა რუსეთიდან დაპყრობის 101 წლისთავისადმი მიძღვნილი ისტორიულ-შემეცნებითი ღონისძიება „ვაი, იმ დღისა დამსწრესა“_გაიმართა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ამ სკოლის პედაგოგებს ვესაუბრეთ.

მალხაზ კვაჭაძე საქართველოს ნაკრების წევრი იყო ფარიკაობაში. იყო აჭარის 3-გზის ჩემპიონი და საქართველოს პირველობის პრიზიორი. დაამთავრა კიევის ფიზკულტურის ინსტიტუტი.ამჟამად შრომის საჯარო სკოლის მასწავლებელია და ფარიკაობაში მის აღზრდილები წარმატებით გამოდიან სხვადასხვა ტურნირებში და რესპუბლიკის ჩემპიონატებზე.

_ბათუმში ვსწავლობდი #9 სკოლაში  და წარმატებით გამოვდიოდი ფარიკაობაში სხვადასხვა ტურნირზე. განსაკუთრებულად მახსოვს უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში გამართული საკავშირო ტურნირი, რომელიც განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩეოდა. იმდენად მომეწონა უკრაინა, რომ 1980 წელს კიევის ფიზკულტურის ინსტიტუტში  ჩავაბარე მისაღები გამოცდები.  ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე აქ და უკრაინა ფაქტიურად ჩემი მეორე სამშობლო გახდა.  კიევი ხომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი იყო ყოფილ სსრკ-ს ქალაქებს შორის.

ინსტიტუტის დასრულების შემდეგ  ჩემს მშობლიურ შრომაში ჩამოვედი. ეს სოფელი გამორჩეულია იმით, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ უკრაინელებთან და ამის დასტური მეგობრობის ძეგლიც გახლავთ, რომელიც ჩვენს სოფელში ერთ-ერთ გორაკზეა აღმართული.

1988 წელს ჩვენს მეგობარ გენიჩესკის რაიონის სოფელ როვნოეში, სოფელ შრომიდან 20 ახალგაზრდა ფეხბურთელი გაემგზავრა, (სკოლის დირექტორი რეზო ჩხაიძე), რომელშიც  ჩვენი სკოლის ამჟამინდელი ფიზკულტურის მასწავლებელი დავით ბოლქვაძეც იყო.

შრომელებმა 3 შეხვედრის ჯამში 2:1 მოუგეს  ტავრიელებს.

ვცხოვრობდით არაბატსკაია სტრელკაში, აზოვის სანაპიროზე…საოცარი მასპინძლობა გასწიეს.

შემდეგ გენიჩესკიდანაც ჩამოვიდნენ ჩვენს სოფელში იქაური ახალგაზრდები და ზღვისპირა პანსიონატში ისვენებდნენ.

ძალიან ვწუხვარ ჩვენს მეგობრებზე. იმედი გვაქვს, რომ უკრაინელები ღირსეულად დაიცავენ სამშობლოს, მშვიდობა დამყარდება და ჩვენი მეგობრობა კვლავ განახლდება _გვითხრა მალხაზ კვაჭაძემ.

_ კარგად მახსოვს ხერსონის ოლქის სოფელ გონჩარში ვიყავით სტუმრად. გონჩარელები ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაილეთის კოლმეურნეობასთან მეგობრობდნენ. ძალიან დასამახსოვრებელი იყო იქ გატარებული დღეები. მამაჩემი, რომან ცეცხლაძე არაერთი შეხვედრის და ვიზიტის მონაწილე იყო.

ყოველ შემოდგომაზე „მეგობრობის ბაღში“ დაკრეფილი ციტრუსით სავსე სატვირთო ავტომობილები უკრაინაში მიემართებოდენ და  გენიჩესკში ჩაჰქონდათ ნობათი  და უკრაინელი მეგობრები იქედან  აგზავნიდნენ ხორბალს, სიმინდს და ა.შ.

… როცა შრომელებთან ვსაუბრობდი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები განდევნეს გენიჩესკიდან და ქალაქის ადმინისტრაციული შენობის თავზე კვლავ უკრაინის დროშა აღიმართა.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 80
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 73
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 70
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 67
    „უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაცია, თითოეული ემიგრანტის მორალური პასუხისმგებლობაა“ - ხათუნა შარაძესაზღვარგარეთ, ხშირად გაიგებთ ქართველების პროტესტს, რომ მსოფლიო, საქართველოს, შესაბამისად და იმ საუკეთესო კუთხით არ იცნობს, რომლითაც იმსახურებს. ქართველები ამაში ვადანაშაულებთ ყველას - დაწყებული სახელმწიფოდან, დამთავრებული უცხო ქვეყნის რიგითი მოქალაქით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს. არადა, დამეთანხმებით, საქართველოს, მსოფლიოსთვის მოსაყოლიც ბევრი აქვს და ბევრიც შეუძლია ასწავლოს.  თუ უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველი…
  • 66
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…