დღეს, გაზეთ „ალიონის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე და დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამ გაზეთის რედაქტორის მოადგილე მამია კილაძე 92 წლის გახდებოდა.
იგი იყო უაღრესად განათლებული ადამიანი, შესანიშნავი ოჯახის მამა და მეუღლე, კარგი ხელმძღვანელი და უფროსი მეგობარი. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნაადრევად წავიდა წუთისოფლიდან..
ეს ლამაზი პოსტი და ჩვენი გაზეთის მეგობრის ნოდარ დონაძის მოგონება მამია კილაძის ქალიშვილმა, ასევე კარგმა ჟურნალისტმა  ლია კილაძემ გამოაქეყნა სოციალურ ქსელში:
მამაჩემის დაბადების დღეა დღეს, იმ კაცის დაბადების დღეა, ვინაც ძვირფას განძად მისი სახელი დაგვიტოვა. დღეს ის ვართ, რაც მან გვასწავლა, იქნებ არც მაინდამაინც გამორჩეული მოსწავლეები, მაგრამ ძირითად ასპექტებში მის კვალში ვართ.
მადლობა ყველას, ვინაც მას კეთილად იგონებთ. ჩემთვის ძვირფასი ხართ.
მამა! დღეს 92 წლის გახდებოდი, მე კი არ მინახიხარ რაც 72 წლის გახდი მას შემდეგ, თვე გაკლდა 73-ის შესრულებამდე… 20 წელიწადი გასულა უკვე… მე კი ისევ ვერ დავბეჭდე შენი წიგნი, ისტორიული ნარკვევი ოზურგეთში წიგნის ბეჭდვისა და პერიოდიკის ისტორიაზე „სანთელი და სარკე“. ალბათ არ გგავარ შეუპოვრობაში, არც სიბეჯითეში, არც… მადლობელი ვარ შენი დატოვებული სახელის,მადლობელი ვარ იმ ხალხის, შენ რომ ახსოვხარ… ჩემი სიამაყე ხართ შენ და დედა, ორივე პატიოსნებისა და ნიჭით შრომის მაგალითი ხართ. დედა შენზე ხშირად არ ლაპარაკობს… ერთხელ თქვა, არ მინდა მისი წიგნიო, თვითონ ხომ ვერ მოესწროო… მახსოვს როგორ წერდი, შენი ლამაზი კალიგრაფია უკვე აღარ იყო ისეთი… ხან დედას კარნახობდი,ხან ჩვენ… ახლა ვწუხვარ, რომ ამას დიდი ხალისით არ ვაკეთებდი… მადლობა ვანო ჩხატიშვილს და ლევან სკამკოჩაიშვილს, რომ შენი პოეზია „პაემანი ჭადრების ბაღში“ წიგნად ავკინძეთ. მაშინ ბევრმა არ იცოდა „ჭადრების ბაღი“ სად და როდის იყო… მიყვარხარ!!!

მამია კილაძის მოგონება

ნოდარ დონაძე, 10.12. 2016 წ.
ბატონ მამია კილაძესთან დამაახლოვა მამაჩემის, არტემ დონაძის შემოქმედებამ. მამაჩემი თავისი მოკრძალებული ლექსებით ამდიდრებდა ქართულ ხალხურ პოეზიასა და მუსიკას. მას მხოლოდ დაწყებითი განათლება ჰქონდა, სიმღერათა და ლექსთა თხზვა განგებამ უბოძა.
არტემ დონაძის პირველი ლექსი, მიძღვნილი ალ. სტახანოვისადმი 1935 წელს დაიბეჭდა ოზურგეთის რაიონულ გაზეთში, მაშინდელ „ლენინის დროშაში“ ახლანდელი „ალიონი“, 1938 წელს რესპუბლიკიურ გაზეთში „ზარია ვოსტოკა“ დაიბეჭდა მისი ლექსი „ხალხთა მეგობრობა“, რომელიც ეხებოდა საქართველოსა და უკრაინის რაიონების ოზურგეთისა და გენიჩესკის მეგობრობას, შემდგომში ეს ლექსი ქვეყნის ფლაგმანმა გაზეთმა „პრავდამ“ გამოაქვეყნა.
მამას გარდაცვალების შემდეგ, 1962 წელს, როცა სწავლა დავამთავრე და სახლში დავბრუნდი, მისი ნაწერები ვერ ვიპოვე. პირველ რიგში, რაიონული გაზეთის რედაქციაში მოვედი, რედაქტორის მოადგილესთან ბატონ მამია კილაძესთან. მან ყურადღებით მომისმინა, მირჩია რედაქციისათვის განცხადებით მიმემართა, ხოლო მეორე დღეს, რედაქციის არქივში მამას ორმოცამდე ლექსი ვიპოვე და გადავწერე ჩემი თანასოფლელი ელზა ხურციძის დახმარებით. ეს სასიხარულო ამბავი მცირე სუფრით აღვნიშნე რედაქციის თანამშრომლებთან – მამაჩემის მეგობარ ვანო სერელთან, გიზო ჭელიძესთან, ვაჟა ჭანუყვაძესთან, ანა ართილაყვასთან, მამია კილაძესთან ერთად. თამადა ბატონი მამია იყო.
ჩემთვის დაუვიწყარია არტემ დონაძის შემოქმედებისა და პიროვნების მისეული შეფასება როგორც ხალხური მთქმელისა და კოლორიტული პიროვნების, მჭერმეტყველი თამადისა და კეთილშობილი პიროვნებისა. ამის შემდეგ ჩვენც დავმეგობრდით.
„კვიცი გვარზე ხტისო“ ნათქვამია და მეც ესტაფეტა მამიდან გადმომეცა. ვიყავი გაზეთის „ლენინის დროშის“ კორესპონდენტი, პოეზიაც მომეძალა და ბატონმა მამიამ ჩემს საგაზეთო წერილებთან ერთად ჩემს ლექსებსაც მისცა ვიზა გაზეთის ფურცლებზე გამოსაქვეყნებლად.
ბატონი მამია კილაძე ჩემს მეხსიერებაში დარჩა როგორც დიდი კაცი, მართლის მთქმელი, სხვისი ტკივილის გულთან მიმტანი.
უღმესი მადლობა ბატონ მამიას ღირსეულ შვილს, ცნობილ ჟურნალისტს, ლია კილაძეს, რომელმაც მისახსოვრა მამის შესანიშნავი, საინტერესო კრებული „პაემანი ჭადრების ბაღში“. ეს ჩემი სამაგიდო წიგნია და ხშირად მახსენებს ავტორის, ჩემი მეგობრის, ბატონი მამიას კაი კაცობას.

მსგავსი სტატიები

  • 87
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 83
    ბიჭებო სად ხართ,... ანუ, როცა შაშვები ღამით იწყებენ გალობას?ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი,  მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…
  • 82
    გაზეთი ,,ლანჩხუთი პლუსი“ ერთგულ მკითხველს დაემშვიდობა„ლანჩხუთი პლუსი“  ოთხმოცდაათიან  წლებში დაიბადა ლანჩხუთში და  თავისუფალი სიტყვის „ოაზისი“ გახდა ორიოდე დღის წინ, გაზეთი „ლანჩხუთ პლუსი“ დაემშვი­დ­ობა თავის ერთგულ მკითხველს, ამის შესახებ მისმა მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ქეთ­ევან ნაკაშიძემ, გაზეთის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა წე­რილი  სათაურით: „გამომშვიდ­ო­ბება ერთგულ მკითხველთან!“ „აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და…
  • 81
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 80
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…