ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთასთან, ვაშნარის ციხე-ქალაქის მიმდებარედ, შავი ზღვიდან 20-კილომეტრიან ზოლში კომპანია „პოლატის“ 11 მძლავრი ექსკავატორი მუშაობს. როგორც ჩანს მათთვის ყველაფერი დასაშვებია, მათ შორის მდინარის კალაპოტის შეცვლა, ისე რომ ყოველგვარი გარემოსდაცვითი მოთხოვნები დარღვეულია. სამწუხაროდ, არავინ არ აკონტროლებს ასეთ სტიქიურ მოპოვებას.
გვესმის, რომ ავტომაგისტრალი უნდა აშენდეს, მაგრამ რეგიონისთვის ასეთი დიდი ეკოლოგიური ზიანის ხარჯზე?
ადგილობრივი ჟურნალისტები გარემოსდამცველებთან ერთად იკვლევს ამ მტკივნეულ თემას, ვეცდებით საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდოთ.

იხ. ვიდეოს ლინკი:

https://www.youtube.com/watch?v=Tm_d1bHsB-8

 

მსგავსი სტატიები

  • 54
     „გასწორხაზოვნება“ თუ ქვიშა-ხრეშის უპრობლემოდ მოპოვების ახალი გეგმა კარიერების თემა დროებით მიეფარა საზოგადოების თვალსაწიერს. არადა, მდინარეების აუზში კვლავ ინტენსიურად ხდება ქვიშა-ხრეშის  მოპოვება, მდინარე სუფსაზე ზოგიერთ მონაკვეთი ისეა აოხრებული, მდინარის ფსკერიც კი ამოუღიათ.  მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შედეგად დაზიანებულია ოზურგეთი-ჯუმათი-გულიანის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. გასულ ხუთშაბათს სოფელ ოზურგეთის გადასახვევიდან ვიდრე ე.წ. „ძაღლების თავშესაფრამდე“, 5 წუთის განმავლობაში 15 მძიმედ დატვირთული ავტომანქანა დავაფიქსირეთ,…
  • 36
    „ამათ ხელში მწვანე გურია ფულის საჯიჯგნ გურიად გადაიქცა“წერილის დასაწყისშივე ვაცხადებთ, მივესალმებით ქვეყანაში ავტობანის მშენებლობას, მაგრამ იგი უპასუხისმგებლო ქვიშა-ღორღის მომპოვებელი კომპანიების იმედად არ უნდა იყოს და ქვეყნის მთავარ სიმდიდრეს _ ჩვენს სოფლებს, მის მოსახლეობას ზიანი არ უნდა მიაყენოს. სუფსის, ნატანების და რეგიონის სხვა მდინარეების ხეობებში მოსახლეობის არა-ერთი საპროტესტო აქციები მიუთითებს, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო ადგილებზე არ სწავლობს ამჟამად…
  • 36
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 34
    მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი ახალი ჰესის ასაშენებლად 3 კილომეტრამდე გზა უკვე გაიყვანეს.„მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესი უნდა აშენდეს“ _ამ სათაურით გაზეთ „ალიონის“ 27 ივნისის ნომერში (#15) დაიბეჭდა სტატია, რომელიც კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ მდინარე ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის „ბასრა 1“, „ბასრა 2“ და „ბასრა 3“ მშენებლობას შეეხებოდა. 5 ივნისს, ჟურნალისტების ჯგუფი სოფელ გომში კომპანია „პარვუს ჯგუფის“ და სოფელ გომის…
  • 32
    კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, ძმები თალაკვაძეები თბილისიდან არიან გამოგდებული_„ძმებმა თალაკვაძეებმა, თავიანთი მიზნის მისაღწევად, ყველაფერი იკადრეს, ყველაფერი, რასაც ადამიანები არ კადრულობენ. ეს ხალხი გამოაშკარავდა ოზურგეთში, მათ სხვა გზა არ გააჩნიათ, ისინი არიან გამოგდებული თბილისიდან, მათი არც ღირსება, არც პროფესიონალიზმი არავის სჭირდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“. _ განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 25 ოქტომბერს თავის ოფისში გამართულ…

არ გამოტოვოთ