რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უწყებამ უკრაინაში მყოფ შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, თავდასხმა ყველა მიმართულებით განაახლონ. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გენერალ- მაიორმაიგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უწყებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ხელისუფლებამ გუშინ მის მიერვე გაცხადებული მზაობა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უკუაგდო.

„პარასკევს მას შემდეგ რაც კიევის რეჟიმმა განაცხადა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მისი მზაობის შესახებ, აქტიური შეტევა ძირითადი მიმართულებებით დროებით შეჩერებული იყო. მას შემდეგ რაც უკრაინულმა მხარემ უკუაგდო მოლაპარაკების პროცესი, დღეს ყველა ერთეულს მიეცა ბრძანება, გააგრძელონ თავდასხმა ყველა მიმართულებით სამოქმედო გეგმის მიხედვით“,- განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გენერალ- მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

მსგავსი სტატიები