დღეს, დილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მორიგი სხდომა გაიმართა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ სხდომაზე 12 ახალი პროექტი წარადგინა. მათ შორის: ქ. ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია, გზის საფარის, კომუნიკაციების  და თანამედროვე განათების მოწყობით; ასევე მოხდება ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია; ფონდ „ქართუს“ მიერ აღდგენილი ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის წინა მოედნის სრული განახლება.
მერმა თავის გამოსვლაში ასევ თქვა მუნიციპალური სკვერების და პარკების რეაბილიტაციის შესახებ. მათ შორის:„ჭადრების ბაღის“,  ექადიის ტყე-პარკის მოწყობა; იოანე პეტრიწის  ქუჩაზე არსებული პარკის რეაბილიტაციის დასრულება, ნინოშვილისა და ჟორჟოლიანის ქუჩების კვეთაში სკვერის მოწყობა;
დაბა ურეკში ზღვისპირა ბულვარის განახლება და წყლის სისტემის მოწყობის დასრულება;
მალაზონიას ქუჩაზე გაკეთდება თანამედროვე სტანდარტების ჩოგბურთის კორტები, რომელიც  სარეკრეაციო და გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს და სადაც მნიშვნელოვანი ტურნირების გამართვა იქნება შესაძლებელი.
აშენდება ნაპირსამაგრი ნაგებობები სოფელ წითელმთაში და სოფელ ნაგომარში.
სოფელ სილაურში აიგება ახალი ხიდი, რაზედაც 450 ათასი ლარი იქნება გამოყოფილი.
სოფელ ლიხაურში მდინარე აჭისწყალზე განახლდება ლიხაურის ცენტრსა და ოქროსმუხუროს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი.
ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ეჭვი იმის შესახებ, რომ არ მოხდება ლიხაური-ოქროსმუხურო-მაკვანეთის გზის რეაბილიტაცია. იგი მოხდება ამ უბანში წყლის სისტემის მშენებლობის დასრულების შემდეგ.
სიახლეა ნარჩენების მართვის კუთხითაც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადაეცემა 6 ერთეული ახალი ტექნიკა და 300 ვცალი ნაგვის ახალი კონტეინერი, რაც გაზრდის მომსახურების არეალს.
მერმა განაცხადა, რომ ნასაკირალის წყალმომარაგების პროექტის განხორციელებას არსებული დარღვევების გამო  კონტრაქტი შეუწყდა მშენებელ კომპანიას.
 მერმა ისაუბრა სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2019-2020 წლების საქმიანობას ეხება. მერის თქმით, აუდიტის დასკვნაში  სერიოზული დარღვევები და გადაცდომებია დაფიქსირებული, მერის მოადგილეებს აუდიტის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების შესრულება დაავალა და მერიასა და მის სამსახურებში ორგანიზაციული რეფორმა დააანონსა.

მსგავსი სტატიები

  • 79
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 70
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 68
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 68
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 67
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…