დღე: თებერვალი 4, 2022

ლიხაური-მაკვანეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი არ გაუქმებულა

„ბიუჯეტდამტკიცებული პროექტი გაუქმებულია.?“_ამ სათაურით სოციალურ ქსელში კრიტიკული ინფორმაცია გამოაქვეყნა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა, სოფელ ლიხაურის მცხოვრებმა ირმა გორდელაძემ, რაც  გაზეთ…

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა. დადგენილების საფუძველზე, 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დაუსუბსიდირებს.სუბსიდირების თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 2022 წლის იანვარსა და 2020 წლის დეკემბერში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით. აღნიშნულ დახმარებას იღებენ თბილისში რეგისტრირებული 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები. ამასთან, მთავრობა განახორციელებს ყოველთვიურად მოხმარებული არა უმეტეს 200 კვტსთ ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირებას, 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა, გარდა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა. ასევე სუბსიდირება განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ თბილისში. სუბსიდირება არ ვრცელდება იმ აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათებით. ამასთან, 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში ან მცხეთაში, განხორციელდება სასმელი წყლის საფასურის სუბსიდირება, არა უმეტეს 100 ლარისა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა. დადგენილების…

ოზურგეთის მერი 2022 წელს ოზურგეთში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ

წყალმომარაგების ახალი სისტემები, საცხოვრისი პირობების გაუმჯობესება, გზების კაპიტალური რეაბილიტაცია და სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა  ავთანდილ თალაკვაძემ, ოზურგეთის…

„ბიუჯეტდამტკიცებული პროექტი გაუქმებულია.?“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის „ოქროსმუხოროს“ უბნის მოსახლეობა ლიხაური-მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების 2022 წლის ბიუჯეტიდან ამოღებას აპროტესტებენ. „ბიუჯეტდამტკიცებული პროექტი გაუქმებულია.?…

10 129 თბილისი, 3 357 იმერეთი, 2 173 აჭარა, 456 გურია – კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 73 821 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული…