2022 წლის 16 მარტს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ოზურგეთის ოფისში (მ. კოსტავას 25, ოზურგეთი) პროექტის მენეჯმენტისა და გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვების შეჯამება, რომელიც თებერვალში ჩოხატაურში, სოფელ ჩხაკაურაში, ოზურგეთსა და სოფელ მთისპირში გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით; ასევე, ბახვი 1 ჰესის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს გააცნეს 2022 წლის მეორე კვარტალში ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში არსებულ სოფლებში – მთისპირში, ჩხაკაურასა და კურორტ ბახმაროში დაგეგმილი სოციალური პროექტები.
„ჩვენ გადავედით იმ ეტაპზე, როცა დანაპირების შესრულებას ვიწყებთ. არაერთხელ აღვნიშნეთ, სოციალურ პროგრამა ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ არსებული სოფლების მოსახლეობასთან და მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად შევიმუშავეთ და ის, სრულად პასუხობს სოფლებში არსებულ საჭიროებებს. ჩვენი მთავარი მიზანია, პროგრამის მდგრადობა და კონკრეტული დადებითი შედეგების მიღება. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ შევცვალოთ უკეთესობისკენ ყოფა იმ თემებში, რომლებიც პროექტის სიახლოვეს იმყოფებიან. როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გვინდა, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი თემის განვითარებაში და დავიწყოთ მუშაობა იმ პროექტებზე, რომელიც ყოველდღიურობას შეუმსუბუქებს ადგილობრივებს“ – განაცხადა ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.
2022 წლის მეორე კვარტლის პროექტები:
⦁ 2022 წლის აპრილიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის თემის 4 სოფელში (მთისპირი, ვანისქედი, ოქროსქედი, უკანავა) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მაცხოვრებელი შშმ პირებისთვის, დაიწყება დახმარების პროგრამა;
⦁ 2022 წლის 1-3 აპრილს ტარდება მთისპირის და ჩხაკაურას საჯარო სკოლებისა და მთისპირის საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის ტრენინგი, რომლის მიზანია, ზოგადი განათლების რეფორმის საკვანძო მიმართულებების გაცნობა და სასწავლო პროცესის დაგეგმვის, წარმართვის და შეფასების სწავლება. სასწავლო კურსს გაუძღვებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები;
⦁ 2022 წლის აპრილიდან მთისპირის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის არაფორმალური განათლების მიმართულებით, ენერგეტიკისა და ინოვაციების სფეროში ცნობიერების ასამაღლებელი სასწავლო კურსი იწყება. კურსის ხარნგრძლივობა სამი თვეა. 2022 წლის სექტემბრიდან კურსი განახლდება და სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლასაც მოიცავს. სპეციალური სასწავლო პროგრამა 9 – 12 კლასების მოსწავლეებზეა გათვლილი;
⦁ 2022 წლის მარტიდან დაიწყო „ჩაის გზის ასოციაციის“ მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან CCEH-ის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი იზრუნებს „ჩაის გზის ასოციაციის“ გაძლიერებაზე, რათა ასოციაციამ თავის მხრივ იზრუნოს როგორც ჩაის წარმოების მაღალი ხარისხის დანერგვაზე, ასევე ჩაის კულტურის იმგვარ გამოყენებაზე, რომელიც სტუმართ-მასპინძლობის სექტორში ახალ შესაძლებლობებს განავითარებს, მოიზიდავს ტურისტებს და გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს;
⦁ 2022 წლის ზაფხულიდან კურორტ ბახმაროს ძირითად ქუჩაზე ლედ განათების სისტემა მოწყობა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება განათების ახალი ბოძები, მოეწყობა მიწისქვეშა გაყვანილობა. ეს პროექტი, ერთის მხრივ დაზოგავს ფინანსებს და ელექტროენერგიას, მეორეს მხრივ კი შექმნის კურორტისთვის დამატებითი პოზიციონირების შესაძლებლობას – ინოვაციური ტექნოლოგიების და ენერგოეფექტური გადაწყვეტის კუთხით. პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასთან CCEH-ის თანამშრომლობის ფარგლებში.

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების საბჭოს სხდომაზე საინტერესო დისკუსია გაიმართა, მოხდა აზრთა გამოცვლა-გამოცვლა დაგეგმილი პროექტების გარშემო. საბჭოს წევრებმა საკუთარი რეკომენდაციები გაუზიარეს კომპანიის წარმომადგენლებს.
შეგახსენებთ, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭო კომპანიის ინიციატივით შექმნილი სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანიცაა, პროცესში დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა და პროექტის მეტი გამჭვირვალობა. საბჭო ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებიდან ნომინირებული 12 დამოუკიდებელი წევრისაგან შედგება. საბჭოში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულები, კერძოდ, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ბიზნესი.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 81
    უნდა აშენდეს თუ არა „ბახვი -1“ ჰესი?ადგილობრივები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები კვლავ ვერ თანხმდებიან 4 ივნისს, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ-ის“ მენეჯმენტმა ოზურგეთში გამართა შეხვედრა. სტუმრებმა ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ბახვი 1 ჰესის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მასპინძლების კითხვებსაც უპასუხეს. პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა და…
  • 78
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 78
    „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა2022 წლის 3 თებერვალს, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ ოზურგეთის პროექტის მენეჯმენტის ინიციატივით გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, საბჭოს წევრებისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გაზიარება. შეგახსენებთ, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს და…
  • 76
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 74
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…