ფასების ზრდა და ინფლაცია ჩვენს ქვეყანაშიც არის გამოწვევა  ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ყველგან და საქართველო ბუნებრივია ვერ იქნება გამონაკლისი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რაც ხდება მსოფლიოში, ეს საქართველოზეც აისახება.

„მინდა შევეხო საკითხს, რომელიც უკავშირდება საწვავის ფასებს. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკან, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ იდგა „ნაციონალური მოძრაობა“. მე მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებულები, რომ ჩვენს მოქალაქეებს რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ  ის გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან.

როდესაც ინფლაციას ვახსენებთ, ჩვენს მოქალაქეებს მინდა გავახსენო, რომ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური  კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში არა მხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და უმეტეს შემთხვევებში, ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა. გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე, იგივე ეხება მთლიანად ევროზონას, სადაც ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. თურქეთში ინფლაცია ბოლო 19 წლის შემდეგ ასევე ყველაზე მაღალია. ჩვენს ქვეყანაშიც რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ინფლაცია და ფასების ზრდა, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ყველგან და საქართველო ბუნებრივია ვერ იქნება გამონაკლისი, მარტივად რომ ავხსნათ, გამორიცხულია, იყოს გამონაკლისი, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარზე. რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება. პანდემია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა უკვე ეს ტრაგედია და ომი. ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ

ყოფილა. ამას ბუნებრივია ექნება გავლენა ყველაფერზე, ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზეც. ამიტომ, ამას სჭირდება კარგად გააზრება და ახსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის“, -_განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ინფლაციის მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ თებერვალში ინფლაციის დონემ 13,7% შეადგინა, თუმცა წინა ხელისუფლების პერიოდში ინფლაციის უფრო მაღალი მაჩვენებლებიც დაფიქსირებულა.

„ზოგადად, შედარებისთვის, მინდა, რომ მოქალაქეებს ავუხსნა – ამ კრიზისების ფონზე – კოვიდ-პანდემია, პოსტ პანდემიური პერიოდი, ახლა უკვე ეს კრიზისი და ომი უკრაინაში. თებერვალში ინფლაციის დონემ 13,7% შეადგინა, რაც რა თქმა უნდა, მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ ამას რა თქმა უნდა, გააზრებულად ვუდგებით. მე არ მინდა, შედარება კიდევ შედარება გავაკეთო წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და  მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მინდა მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში 2011 წლის მაისში ინფლაცია იყო 14,3%, იმავე წლის მარტში 13,9%, აპრილში, 13,5%, უფრო ადრეც, 2006 წელს ინფლაცია 14,5%-ს შეადგენდა. საშუალო წლიური ინფლაცია წინა ხელისუფლების იყო 6,2 %. მაშინ, როდესაც ჩვენი მთავრობის 9 წლიან პერიოდში 4,1% არის საერთო შეწონილი წლიური ინფლაცია. ასე, რომ ამას სჭირდება კარგად გააზრება., ჩვენ გვესმის და ვაკეთებთ ყველაფერს, მაქსიმალურად, რაც შეგვიძლია. სწორედ ამ მიზნით იყო ის ნაბიჯები, რა გადავდგით, იგივე თუნდაც მედიკამენტების გაიაფება, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, დენის ტარიფის ნაზარდის სუბსიდია და ა.შ.“, _განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 66
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 62
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 61
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 59
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
  • 58
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…