უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი „მთავარ არხთან“ კომენტარში აცხადებს რომ საქართველოს მხრიდან არ ყოფილა არანაირი აკრძალვა. მისი თქმით ჩარტერული რეისი, რომლითაც მოხალისეები აპირებდნენ უკრაინაში ფრენას, არ ყოფილა შეთახმებული. _ამ თემაზე ინფორმაციას IPRES ავრცელებს.
„ასეთ თემებზე ტელეფონით არ საუბრობენ. არავის არაფერი აუკრძალავს, საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაციები.
პრობლემა შეექმნა ჩარტერულ რეისს ნებართვის მიღებაზე, რადგან არ იყო წინასწარ შეთანხმებული ფრენის დეტალები და არ ჰქონდა თვითმფრინავს ნებართვა ფრენაზე.
არ იყო არანაირი წინააღმდეგობა,საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაციები. სხვა მხრივ პრობლემა არ არის, ვის როგორც შეუძლია ისე ეხმარება უკრაინას.
დიპლომატიური თვალსაზრისით პოზიცია გასაგებია, ამას ყველა კარგად ხედავს. მადლიერები ვართ აღმოჩენილი დახმარებისთვის და მადლობელი ვიქნებით ყველა ქმედებისთვის, რაც ომში გამარჯვებაში დაგვეხმარება.”“– განაცხადა იგორ დოლგოვმა „მთავარ არხთან“.

 

შეგახსენებთ,  გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ  საქართველოში  უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი კონსულტაციების მიზნით ქვეყანაში გაიწვია. კერძოდ კი საქმე ეხება მოხალისეთა ჯგუფს, რომელთაც სურდათ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებში რუსეთის წინააღმდეგ მიეღო მონაწილეობა. თუმცა, როგორც მათ განაცხადეს, ქართულმა მხარემ ფრენის უფლება არ მისცა.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 70
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 67
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 65
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 62
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 57
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…