შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე პირველი ნაბიჯი გადაიდგა _ ეს არ არის სწრაფი პროცესი, _ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ  განაცხადა, რითაც პარიზში, ვერსალის სასახლეში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პროცესი დაიძრა, თუმცა, შესაძლოა, ამან რამდენიმე თვე ან მეტი გასტანოს, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოხდება.

„ევროკომისიას დაევალა გააკეთოს ამ განაცხადის შეფასება, შესაბამისად, უახლოეს მომავალში ევროკომისიისგან უნდა ველოდოთ საკმაოდ ვრცელი კითხვარის გამოგზავნას, რომელშიც ყველა პარამეტრი იქნება ჩამოთვლილი, ხელისუფლებამ ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, ამის შემდეგ დგება შეფასების დოკუმენტი, რომლის შედეგად ევროკომისია შეიმუშავებს რეკომენდაციას, თუ რომელ ქვეყანას გაუწიოს დადებითი რეკომენდაცია, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო, რომელსაც უნდა დაეთანხმოს 27- ვე სახელმწიფო. კარგია, რომ პროცესი დაიძრა, თუმცა, ეს არ არის სწრაფი პროცესი, ამას სჭირდება ძალიან დიდი დრო, მინიმუმ რამდენიმე თვე, თუმცა, შეიძლება გაგრძელდეს უფრო მეტ ხანსაც,”_ განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი სტატიები

  • 59
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 50
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 49
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 46
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 46
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…

არ გამოტოვოთ