საქართველოს რკინიგზას“ მგზავრთა მომსახურების სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 11 მარტიდან განახლდება.

8 მარტს, გვიან ღამით, მიმოსვლა სატვირთო მატარებლებმა დაიწყეს.

სამგზავრო მატარებლებზე წინასწარ აღებული ბილეთების დაბრუნება მგზავრებს რკინიგზის სადგურებში მოლარესთან შეუძლიათ.

მატარებლების მოძრაობის შეწყვეტა 7 მარტს გამთენიისას მარელისში რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის ჩანგრევამ გამოიწვია.

ამ ინფორმაციას „ჩემი ხარაგაული“ ავრცელებს

მსგავსი სტატიები

  • 49
    სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა 12 მარტიდან აღდგება„საქართველოს რკინიგზას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ირინა ხიზანიშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა ხვალიდან, 12 მარტიდან, განახლდება. მარელისში რკინიგზის გადასასვლელ ხიდზე, მეწყერის ჩამოწოლის გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა, 7 მარტიდან შეწყვეტილია. სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის აღდგენისთვის „საქართველოს რკინიგზა“ გეოლოგების დასკვნას ელოდებოდა. ირინა ხიზანიშვილი ამბობს, რომ მატარებლების მოძრაობა უსაფრთხო იქნება. _აღნიშნულ ინფორმაციას „ჩემი ხარაგაული“ ავრცელებს.  
  • 38
    სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის აღდგენის თარიღი უცნობიამეოთხე დღეა, მარელისში რკინიგზის გადასასვლელ ხიდზე, მეწყერის ჩამოწოლის გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია. „საქართველოს რკინიგზა“ სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის აღდგენას 11 მარტიდან ვარაუდობდა. თუმცა, ამჯერად კონკრეტული თარიღი ვეღარ სახელდება. „საქართველოს რკინიგზას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ირინა ხიზანიშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ჯერჯერობით, ისევ არის მეწყერის დაძვრის საშიშროება. „ველოდებით გეოლოგების დასკვნას, – ამბობს ირინა ხიზანიშვილი, – სანამ უსაფრთხოების ზომები არ…