1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.

რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“

რეფერენდუმი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. იმავე დღეს აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

მსგავსი სტატიები

  • 51
    31 მარტი _საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება. 27 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი…
  • 35
    ლანჩხუთელი თამაზ ღლონტი საქართველოს ჩემპიონიაკალანდობის წინა დღეს ჩემმა მოსწავლეებმა უდიდესი სიხარული მომანიჭეს.11-13 იანვარს ქ.თბილისში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატში U-23 წლამდელთა ასაკის მოჭიდავეთა შორის ბ/რ ჭიდაობაში 55კილოგრამ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იჭიდავა და ჩემპიონი გახდა 18 წლის თამაზ ღლონტი,რომელმაც 3 შეხვედრა ჩაატარა და ყველა აშკარა უპირატესობით მოიგო.ის უკვე საქართველოს 5-გზის ჩემპიონია სხვადასხვა ასაკში (2-ჯერ U-15 და 2-ჯერ…
  • 35
    1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღესსაქართველოს კონსტიტუცია, მიღებული 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ. ფრაგმენტები. კონსტიტუცია დაიბეჭდა 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში. თქვენ წინაშე წარმოდგენილია გამოცემის ის ეგზემპლარი, რომელსაც დამფუძნებელი კრების წევრთა ხელმოწერები ახლავს. კონსტიტუცია ეყრდნობოდა 1918 წლის 26 მაისს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პრინციპებს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, იმდროინდელი მსოფლიო…
  • 33
    კიდევ ერთი წარმატება აღმოსავლური ორთაბრძოლიდან!25 - 26 ნოემბერს თბილისის QSI საერთაშორისო სკოლაში გოჯუ - რიუ კარატე დიდი საქართველოს თასი გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაზე იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ტაეკვანდოს სექციის, ოზურგეთისა და ურეკის სპორტსმენებმა და საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ოქრო დანიელ ხუციშვილი 21 კგ. 6 წლის ( ოზურგეთი); ლუკა ჩხვიმიანი 47 კგ.…
  • 32
    საქართველოს ქალთა თასის ფინალში ერთმანეთს „ლანჩხუთი“ „კოლხეთი“ დაუპირისპირდებიანსაქართველოს ქალთა თასის გადადებულ, 2021 წლის სეზონის ფინალურ მატჩს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. შეხვედრა 26 მარტს, 14:00 საათიდან შედგება. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს „ლანჩხუთი“ და ხობის „კოლხეთი“ დაუპირისპირდებიან.