გუშინ, სამოქალაქო აქტივისტმა შოთა გოგიბერიძემ ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა.

„დღეს, როდესაც მსოფლიო შეძრულია ოკუპანტი რუსეთის მიერ, უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიით, ქართველებს, რომლებმაც ორ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე არა ერთხელ დავუპირისპირდით რუსეთს, ხოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ორჯერ დავღვარეთ უამრავი სისხლი მათთან ბრძოლაში და ახლაც ოკუპაციის რეჟიმში ვიყოფებით, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინაში დაწყებული ომის საქართველოში გადმოტანის რეალური საშიშროება არსებობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გლობალური კრიზისიდან ქვეყანა მშვიდობიანად გამოვიყვანოთ.
უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა აშკარა და სრულიად ნათელია,მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ორკესტრირებული შეტევა სახელმწიფოს წინააღმდეგ და რეგიონში შექმნილი უმძიმესი კრიზისის საკუთარი ინტერესიბისთვის გამოყენების მცდელობა, რაც მიმართულია საომარ მოქმედებებში საქართველოს ჩართვისკენ.
ვთავაზობ და მოვუწოდებ ოპოზიციურ ძალებს, გამოცხადდეს სრული მორატორიუმი რადიკალურ დაპირისპირებებსა და რადიკალურ ოპოზიციურ ქმედებებზე, რომლებსაც, ძირითადად ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი გააჩნიათ. ყველამ ერთად ვიზრუნოთ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.
პირადად მე, ვიზიარებ საქართველოს მთავრობისა და ქართული ოცნების სამშვიდობო პოლიტიკას. მოვუწოდებ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა პატრიოტს, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, ერის ერთიანობისა და კონსოლიდაციისკენ. ახლა არ არის შიდა დაპირისპირებების დრო. ძალა ერთობაშია !“_ განაცხადა შოთა გოგიბერიძემ.

მსგავსი სტატიები

  • 79
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 75
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 72
    ღირსეული მასწავლებელი და მამულიშვილი       ავტორები: ზურაბ აზმაიფარაშვილი;  არქეოლოგი, პროფ. მერაბ ძნელაძე 1994 წლის გვიან შემოდგომის-გიორგობისთვის, ყინვიან შუადღეს, საქართველოს გამოაკლდა სამშობლოს თავისუფლების, მისი მომავლის მოტრფიალე მამულიშვილი, მოღვაწე მასწავლებელი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი ჭადრაკში – შოთა ინწკირველი. მისთვის 24 ნოემბერი ამ ქვეყანაზე მოსვლისა და წასვლის დღე აღმოჩნდა. იმ დღეს 65 წელი შეუსრულდა.…
  • 70
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 68
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…