🇬🇪🇺🇦 პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.
🇬🇪🇺🇦 გურიის რეგიონიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი დღეს გაიგზავნა. პროცესის მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამივე მუნიციპალიტეტში პირადად გაეცნო.
🇬🇪🇺🇦 უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რეგიონის მასშტაბით 10 ტონამდე ტვირთის მობილიზება მოხდა.
,,გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი სამივე მუნიციპალიტეტში შეგროვდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. მუნიციპალიტეტებმა სარეზერვო ფონდიდან გამოყვეს თანხები, რომლითაც პირველადი მოხმარების აუცილებელი სამედიცინო ნივთები და არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები იქნა შეძენილი,“- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

მსგავსი სტატიები

  • 52
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 48
    უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი დაიწყო.პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, გურიის რეგიონში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი დაიწყო. „გურიის რეგიონიდან განმეორებით გასაგზავნად მობილიზებულია ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებს, მედიკამენტებსა და სასურსათო პროდუქტებს. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს,საჯარო მოხელეებსა…
  • 45
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 42
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 41
    პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი დაიწყო საქართველოს რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რომელიც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, ერთობლივად ხორციელდება. ტვირთის შეგროვების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულია ბიზნესი და სამოქალაქო სექტორი. მეორე ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 120 ტონა ტვირთის მობილიზება მოხდა, მათ…