2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ყატარი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მუნდიალზე მონაწილეობას 32 ქვეყნის ნაკრები მიიღებს, თუმცა საბოლოო შემადგენლობა ჯერ გარკვეული არაა.

სანამ მუნდიალზე მოთამაშე გუნდების საბოლოო ვინაობა გაირკვევა, Crystalsport-ი გიამბობთ, თუ როგორ და რა პრინციპით ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა.

ტურნირზე მონაწილე 32 ნაკრები გადანაწილდება ოთხ კალათში, თითოში კი 8 გუნდი იქნება მოთავსებული. ამის გარდა, იქნება ცალკე კალათებიც, რომლებიც ნაკრებებს ჯგუფებში ნუმერაციის მიხედვით დააწყობს – A-დან H ჯგუფამდე.

კენჭისყრით დაკომპლექტდება 8 ჯგუფი. პირველ ეტაპზე, 8 ჯგუფში სრულად გადანაწილდება პირველ კალათში მყოფი გუნდები, შემდეგ იქნება მეორე, შემდეგ მესამე და ბოლოს მეოთხე.

წილისყრის დროს იქნება რამდენიმე შეზღუდვაც. ყატარს, როგორც მასპინძელ ქვეყანას მიენიჭება A-1 ნომერი, რომელიც ავტომატურად A ჯგუფში ჩაჯდება, შემდეგი 7 ჯგუფის ლიდერი გუნდი კი ტოპ-7 გუნდიდან გაირკვევა.

FIFA-ს წესებით, თითო ჯგუფში, თითო კონტინენტიდან თითო კვალიფიცირებული გუნდი უნდა იყოს. მაგალითისთვის, ბრაზილიის ნაკრების ჯგუფში ვერ მოხვდება ეკვადორი ან რომელიმე სამხრეთ ამერიკული ნაკრები, თუმცა ეს შეზღუდვა არ ვრცელდება UEFA-ს გუნდებზე. თითო ჯგუფში უნდა იყოს მინიმუმ ერთი და არაუმეტეს ორი ევროპული გუნდი. ვინაიდან, ევროპიდან მსოფლიო ჩემპინატზე 13 გუნდი იქნება კვალიფიცირებული, მსოფლიო ჩემპიონატის 8 ჯგუფიდან 5-ში ბებერ კონტინეტს ორ-ორი გუნდი ეყოლება.

კალათის წევრები 31 მარტის შემდეგ გაირკვევა, როდესაც FIFA მარტის თვის მსოფლიო რეიტინგს განაახლებს. პირველ კალათში რეიტინგის მიხედვით მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიცირებული 7 საუკეთესო გუნდი ჩაჯდება, შემდეგ მეორე კალათი შეივსება მომდევნო 8 საუკეთესო კვალიფიცირებული გუნდით, მესამეც ამ პრინციპით დაკომპლექტდება, მეოთხეში კი 5 ყველაზე მაღალ რეიტინგული გუნდი ჩაჯდება, რომელსაც ორი საკონტინეტთაშორისო ფლეი-ოფის და ასევე UEFA-ს ფლეი-ოფის გამარჯვებული დაემატება.

შეგახსენებთ, რომ  2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 1 აპრილს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.

მსგავსი სტატიები

  • 54
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 43
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 41
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • 40
    საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა.საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის. ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნების მიხედვით: ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და…
  • 40
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…

არ გამოტოვოთ