საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი 13 მღვდელმთავარი, საჯაროდ უჭერს მხარს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას!

მღვდელმთავრები რომლებიც საჯაროდ უჭერენ მხარს უკრაინის ავტოკეფალიას:

✝️ მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) – ,,ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡ ᲐᲕᲢᲝᲙᲔᲤᲐᲚᲘᲐᲡ ᲩᲕᲔᲜ ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲕᲣᲭᲔᲠᲗ ᲛᲮᲐᲠᲡ!”

✝️ მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი) – ,,უკრაინა არის 50 მილიონიანი მოსახლეობით და თუ ეს მათი კეთილი ნებაა, მე პირადად ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის ღირსები არიან”.

✝️ მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი) – ,,მე ვფიქრობ [ავტოკეფალია] ეკუთვნით“.

✝️ მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)- ,,მე ვიტყოდი რომ მსოფლიოში მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობას ინარჩუნებს კოსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო, რომ არა კოსტანტინეპოლის საპატრიარქო შეიქმნებოდა ქაოსი, ამრიგად ჩვენ გვმართებს გააზრება იმისა რომ კოსტანტინეპოლის საპატრიარქოს უფლებები [ავტოკეფალიის გადაცემა, ავტოკეფალიის ჩამორთმევა] იყოს ლეგიტიმირებული და აღიარებული!”

✝️ მიტროპოლიტი იოსები (კიკვიძე) – ,,ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია ქონდეს!”

✝️ მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – ,,ვერაფერი გადაწონის უკრაინის სურვილს ჰქონდეს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

✝️ მიტროპოლიტი ანტონი (ბულიხია) – კითხვაზე ეკუთვნის თუ არა უკრაინას ავტოკეფალია – ,,გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს”

✝️ მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) – ,,გაცნობებთ, რომ გულდასმით გავეცანი და შევისწავლე უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებისათვის მსოფლიო-საპატრიარქოს მიერ საკმარისად ხანგრძლივ დროში ფილიგრანული მეთოდით მოცემულ სამართლებრივ-ეკლესიოლოგიურ მასალებს, სადაც კანონიკური ნორმებისა და იურიდიული საფუძვლების მიხედვით ზედმიწევნით დასაბუთებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების საჭიროება და ავტოკეფალიის მინიჭების მართებულობა.”

✝️ მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) – ,,უკრაინის ეკლესიას უკვე აქვს ავტოკეფალია; შინაგანი თანაგრძნობა სინოდის უმეტესი წევრებისგან ნამდვილად აქვთ, უბრალოდ, დროის საკითხია.”

✝️ ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) – ,,ელადის (საბერძნეთი) წმინდა სინოდმა აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. ΑΞΙΟΣ. იმედია, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდიც მალე ვაღიარებთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

✝️ ეპისკოპოსი დოსითეოზი (ბოგვერაძე) – ,,სოლიდარობას ვუცხადებთ ყოველ მორწმუნეს უკრაინაში, რომელ იურისდიქციაშიც არ უნდა იმყოფებოდეს ის, განსაკუთრებით უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას.”

✝️ ეპისკოპოსი გიორგი (ჯანდელიანი) – ,,ადგილობრივმა ეკლესიებმა მართებული იქნება, რომ აღიარონ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია”

✝️ ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) – ,,მალე დადგება დღე, როცა საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას!”

უკრაინის ავტოკეფალიას ასევე მხარს უჭერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) რომელიც დროებით არ იმყოფება წმინდა სინოდის შემადგენლობაში – ,,უკრაინას ეკუთვნის ავტოკეფალია!

მსოფლიო საეკლესიო სიახლენის ინფორმაციით წმინდა სინოდის წევრთა სრული უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, პროცესს აფერხებს რუსოფილ მღვდელმთავართა მცირერიცხოვანი ჯგუფი.

მსგავსი სტატიები

  • 58
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 57
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 55
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 49
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 48
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…

არ გამოტოვოთ