2022 წლის 20 აპრილს, „ახალქალაქი ჰესის“ პროექტის გარემოსდაცვითი კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ „აისი“, ტყის ფონდის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ახალქალაქში 600 ცალი ფიჭვის და 500 ცალი იფანის ნერგი დარგო.
აქცია, რომელსაც „ახალქალაქი ჰესის“ გამავითარებელი კომპანია „აისი“ ახორციელებს, ყოველწლიურია და გარემოს გამწვანებას ისახავს მიზნად. აქტივობა დედამიწის საერთაშორისო დღის ფარგლებში ტარდება, რომელიც თავის მხრივ ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
ახალი ნერგები დაირგვება ახალქალაქი-კარწახის და ახალქალაქი-ნინოწმინდის გზატკეცილებზე, ასევე „ახალქალაქი ჰესის“ მიმდებარე პერიმეტრზე. ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც კომპანიის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.
„ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, გარემოზე და რეგიონის განვითარებაზე. სწორედ გარემოზე ზრუნვის ფარგლებში, უკვე მეორე წელია ვახორციელებთ გამწვანების აქციას, რომლის ფარგლებშიც ორი წლის მანძილზე 1500-მდე ნერგი დავრგეთ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი თავის მხრივ უზრუნველყოფს ამ ნერგების მოვლა-პატრონობას წლის მანძილზე. „ახალქალაქი ჰესის“ გარემოს დაცვითი და სოციალური პროექტები ხელს უწყობს როგორც პროექტის მიმდებარე არეალში მოქცეული სოფლების განვითარებას, ასევე გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტში“ _ განაცხადა პროექტის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა ნინო თევდორაშვილმა.

„ახალქალაქი ჰესი“, გარემოზე ზემოქმედების კუთხით – „მწვანე“, მდინარის მოდინებაზე არსებული მცირე ჰესია. იგი მდებარეობს მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე. ჰესი ამჟამად მშენებლობის ეტაპზეა. მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრე არის 9.1 მეგავატი, ხოლო წლიური გამომუშავება შეადგენს 49 გიგავატსაათს. ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს სამი სოფელი – დილისკა, ორჯა და კორხი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სოფლებში კომპანია ახორციელებს სოციალური სახის პროექტებს. ექვსი პროექტი, კერძოდ დილისკას სასმელი წყლის მილსადენის რეაბილიტაცია, გზის და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, ქალწულ ვარვარას ქუჩის და სასაფლაოს პარკინგის გასწორება, კორხის საცურაო აუზის და ორჯას სატუმბი სადგურის მშენებლობა, უკვე დასრულებულია. კორხის სპორტული დარბაზი და ორჯას სატუმბი სადგურის ქსელის რეაბილიტაცია კი სულ მალე დასრულდება. მიმდინარე წლის ბოლოს კი იგეგმება „ახალქალაქი ჰესი“ ოპერირების დაწყება.
დეველოპერი კომპანია – შპს „აისი“ სამუშაოების შესრულებას, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო IFC და EIB სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს, რაც გამოიხატება გარემოსა და სოციალურ ასპექტებში ზემოქმედების მინიმუმადე დაყვანითა, შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გატარებით და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 76
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 74
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 71
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…
  • 69
     გარდენიას ისტორიებიგურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, „გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის…
  • 68
    დღეს სოფელ კვირიკეთში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა შედგაავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ…