„მინდა, ჩვენს ხალხს სრული პასუხისმგებლობით განვუმარტო, რომ მთელი ეს ვითომ სკანდალები, აჟიოტაჟი და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მიმართული იყო მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ამ ინფორმაციას pia.ge ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მკაფიო განცხადების შემდეგ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება, დაიწყო უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი.

„მას შემდეგ, რაც მე, ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით, მათ შორის ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ არანაირი, არავითარი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება საქართველოში, დაიწყო ამ უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი. გახსოვთ ჯერ კიდევ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შემდეგ რაღაც ბრალდებები რძეზე, ყველზე, ახლა კიდევ მოვისმინეთ ხორბალი, ამას დაემატა პირდაპირი, დეკლარირებული აღიარება უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. გუშინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ სხვა განცხადებებიც, რომელიც უკავშირდებოდა ანალოგიურ განზრახვას და სამწუხაროდ, დამწუხრებით მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ თითქოს ჩვენ, ქართული ხელისუფლება არ ვართ ომისთვის მზად და არ გავაკეთებთ ომს და რომ ამას სააკაშვილი გააკეთებდა. ჩვენ ეს კარგად ვიცით, მეგობრებო. სააკაშვილმა ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როცა თავიდან არ აარიდა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას ომი და შედეგად ქვეყანა დაინგრა. დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო სააკაშვილი, აქ იქნებოდა ომი. აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს. ეს იყო განზრახვა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ ჩამოვიდა საქართველოში სააკაშვილი? სააკაშვილი ჩამოვიდა ერთი მიზნით – მოეხდინა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების მკვლელობები და მომხდარიყო გადატრიალება. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ნიშნავდა ოკუპირებულ ქვეყანაში ახალი ომის დაწყებას. გესმით საერთოდ, რამხელა ბინძური პროვოკაცია ავარიდეთ ჩვენ ყველას?“, – განაცხადა პრემიერმა.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 73
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 73
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 68
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 68
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 66
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…