ოზურგეთი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ჭიდაობაში , უმცროს ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას მასპინძლობს.

სპორტული ღონისძიება ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში იმართება.

შეჯიბრში მონაწილეობას , მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული ასაკის ( 15 წლამდე) მოჭიდავეები მონაწილეობს.

საქართველოს პირველობა დღეს საზეიმოდ გაიხსნა და ოთხ დღეს გასტანს. ( 28 – 29 აპრილი ბერძნულ – რომაული ) ( 30 აპრილი – 1 მაისი თავისუფალი სტილი)

აღნიშნულ ჩემპიონატში გამარჯვებულები ევროპის პირველობაზე საგზურს მიიღებენ.

სპორტის სასახლეში საქართველოს პირველობა საზეიმო ღონისძიებით ანსამბლმა , ,,ვახტანგურმა,“ და ,, მეგობრობამ“ გახსნეს.

გახსნის ცერემონიას თბილისელი სტუმრები, ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონი, ვახტანგ ბლაგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრნენ.

საქართველოს დროშა წარმატებულმა და სახელოვანმა ოზურგეთელმა სპორტსმენებმა იური ლომაძემ და ლუკა ჯავახაძემ საქართველოს ჰიმნის ფონზე აწიეს.

ღონისძიება ავთანდილ სირბილაშვილმა წაიყვანა.

დღეს ნახევარფინალები, ხვალ კი ფინალები გაიმართება!

 

 

 

 

 

 

 

+4

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 46
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 43
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 39
    საკრებულომ წლევანდელ რიგით მეორე სხდომაზე ათი საკითხი განიხილაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…
  • 38
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 37
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…