24 აპრილს, აღდგომას, უბედური შემთხვევა მოხდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე, მდინარე ჩოლოქზე.
ქ. ოზურგეთში მცხოვრები, 27 წლის დ. ც. მეგობართან ერთად მდინარე ჩოლოქზე თევზაობდა. შემთხვევით აქნეული ანკესის ძუა მდინარესთან გამავალი მაღალი ძაბვის ხაზს შეეხო და დ.ც. დენი დაარტყა.
იქვე მყოფმა მეთევზეებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. როგორც ამბობენ, ქობულეთიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად მივიდა, მაგრამ ახალგაზრდა მეთევზე გარდაცვლილი დახვდათ.
_ სამწუხაროდ, ჩოლოქზე, მაგ მიდამოებში სხვადასხვა მიზეზით ადამიანის დაღუპვის ეს პირველი შემთხვევა არ არის _გვითხრა გამოცდილმა მეთევზემ, ოზურგეთელმა ს.ტ-მ.
გაზეთი „ალიონი“ მომხდარზე კომენტარისთვის „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჰოლდინგის პიარის წარმომადგენელს ბექა რომანაძეს დაუკავშირდა:
_სამწუხარო ფაქტი მოხდა. ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ჩვენმა სპეციალისტებმა გაზომეს მაღალი ძაბვის ელექტროხაზების მიწიდან დაშორების სიმაღლე და იგი ნორმის ფარგლებშია. მდინარე ჩოლოქთან მაღალი ძაბვის ელექტრობოძების 80-90 პროცენტს აქვს შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და მათ დასკვნას უნდა დაველოდოთ _გვითხრა ბექა რომანაძემ.
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია მომხდარის გამო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
მსგავსი სტატიები
- 49
რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 47
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 42
28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 40
საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 39
რეკომენდაციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის ვეფხვის წელი 2022 წლის 1 თებერვალს დგება, მაგრამ ჩვენ მიჩვეული ვართ ამ დღესასწაულის წინასწარ აღნიშვნას, ახალი წლის კალენდრის შესაბამისად. ამის გათვალისწინებით, ღირს, 31 დეკემბერს ყურადღება მივაქციოთ მომავალი წლის მასპინძელს- წყლის ვეფხვს. წლის მფარველ ცხოველთან „მეგობრობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სწორი ჩაცმულობაა. ვეფხვი ლამაზი და ნათელი ცხოველია. ამიტომ, უნდა…