დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ბექა თოიძე უძღვებოდა.

პირველ საკითხად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალმომარაგების ქსელის არსებული მდგომარეობა განიხილეს. ინფორმაციით შპს „სატისის“ წარმომადგენელი ვალერი კირკიტაძე გამოვიდა.

_ ჩვენ რამდენიმე დაბასა და სოფელს ვემსახურებით, ზოგს არასრულად. ესენია დაბა ლაითური და ნასაკირალი, სოფლები მთისპირი-ასკანა-მზიანი, ჯუმათი, ნატანები, თხინვალი. სულ 9430 ადამიანს ვემსახურებით. უმეტესად ჭაბურღილების მოწყობილი, თუმცა მათგან რამდენიმე მუშაობს გამართულად. ჭაბურღილების მოწყობა საშუალოდ 35 ათასი ლარი ჯდება და ლაითურში, როცა სისტემა ჩავიბარეთ, 4 ჭაბურღილიდან ერთი მუშაობდა გამართულად. ჩვენ ერთი ჭაბურღილი აღვადგინეთ  და ამჟამად ისიც სრული დატვირთვით მუშაობს. ზოგადად ეს ტექნიკური წყალია, რომელსაც მოსახლეობა სასმელად იყენებს _განაცხადა მან.

_ჯუმათის წყალმომარაგებაზე არასახარბიელო მდგომარეობაა. ვიღაც მილიონებს შოულობს, ეს ხალხი კი მუშაობს.ქვიშა-ღორღის მომპოვებლებმა ისე გამოუთხარეს ძირი ნასაკირალის სასმელი წყლის ჭაბურღილს, წყლის დეფიციტი შეიქმნა _აღნიშნა  ნასაკირალის  მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესო ქათამაძემ.

_მიუხედავად იმისა, რომ თხინვალის წყალმომარაგება არასათანადოდაა, საჯარო სკოლის რეაბილიტაციისას აქ ჭაბურღილი საშვილიშვილოდ გაკეთდა და სკოლას გამართული წყალმომარაგება ექნება _ თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მერია-თხინვალი-კონჭკათის მაჟორიტარმა დეპუტატმა ტარიელ აროშიძემ.

_8 მილიონი ლარი დაიხარჯა დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მშენებლობაზე და მშენებელმა აქ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. სახურავის ჩათვლით ყველგან პრობლემაა. მშენებელის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა განიხილოთ, _თქვა ბესო ქათამაძემ.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, ისინი მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად როგორც წყლით მომარაგების, ისე ნასაკირალის სკოლის მშენებლობის შესახებაც იმსჯელებენ.

სხდომამ ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების არსებული მდგომარეობაც განიხილა.

ითქვა, რომ პარკირების სამსახურის შენახვა სახელმწიფოს ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

_არაფერს არ იძლევა აიპი. უნჯობესია კერძო პირზე გაიცეს იჯარით და მუნიციპალიტეტს ეცოდინება რა შემოვა ბიუჯეტში _აღნიშნა ბესო ქათამაძემ.

თუ რა ფორმით იქმნება აიპი ამას საკრებულო მერიასთან ერთად განიხილავს.სიახლეა_ ავტომობილის პრაქტიკული სწავლებისათვის განკუთვნილი ქუჩების სია განიხილეს და საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების დაგეგმარების შესახებ იმსჯელეს.

გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩის #1 ჩიხის მცხოვრებთა კოლექტიური წერილიც განიხილეს, სადაც ისინი ამორტიზებული ჩიხის რეაბილიტაციას ითხოვენ.

ქ. ოზურგეთის, უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებმა კაკო თავდუმაძემ სხდომაზე დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ ანასეულის წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილების მოწყობის შემდეგ მშენებლმა კომპანიამ არ აღადგინა მშენებლობისას დაზიანებული 300 მეტრი ღობე, რომელიც აქ მდებარე 20-მდე ოჯახის სახნავ-სათეს ფართობს იცავდა პირუტყვისაგან.

ამ თემაზე ექადიელებმა მაჟორიტარ დეპუტატს დავით მდინარაძეს მიმართეს, რომლის მეშვეობითაც მერიამ შესაბამისი წერილით მიმართა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს.

_წერილი გაგზავნილია მშენებელ კომპანიასთან. ველოდებით პასუხს _განაცხადა ბექა თოიძემ.

 

მსგავსი სტატიები

  • 80
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 80
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 77
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 70
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 69
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…