საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

60-ზე მეტ მონაწილესთან  სამართლის დოქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარე ეკატერინე ქარდავამ, ვრცლად ისაუბრა ევროპული ინტეგრაციის ამოცანებზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დახმარების პროექტებზე, ასოცირების შეთანხმებაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში იმ სარგებელზე, რომელიც საქართველომ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით შეიძლება მიიღოს, ასევე, ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობაზე და იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, რომლებიც უნდა გაიაროს და დააკმაყოფილოს განმცხადებელმა სახელმწიფომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მოსაპოვებლად.

შეხვედრას მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, რომელმაც ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

ეკეტერინე ქარდავამ პასუხები გასცა შეხვედრის მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ძირითადად ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ეხებოდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

მსგავსი სტატიები

  • 76
    ოზურგეთელ პედაგოგებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართასაგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, ოზურგეთის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულმა მომხსენებელმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ ნატო - საქართველოს ურთიერთობებსა და არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკასა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიღწევებზე…
  • 73
    ოზურგეთელ პედაგოგებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართასაგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში,ოზურგეთისსაჯარო სკოლების პედაგოგებისთვის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულმა მომხსენებელმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ ნატო - საქართველოს ურთიერთობებსა და არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკასა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიღწევებზეისაუბრა. ყურადღება გამახვილდა…
  • 73
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 68
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 62
    საკრებულომ წლევანდელ რიგით მეორე სხდომაზე ათი საკითხი განიხილაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…