ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის ტანკების გადაცემა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-უკრაინა РИА Новости-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინაში ტანკების გარკვეული რაოდენობა რამდენიმე ქვეყანამ გადაიყვანა. ეს არის ტანკები, რომელთა მართვაც მათ იციან. ძირითადად T-72, – ამბობს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ანონიმურობის დაცვის პირობით.

თავის მხრივ, თავდაცვის კონცერნი Rheinmetall მზადაა უკრაინას 50-მდე Leopard 1, ასევე 60-მდე Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა გაუგზავნოს.