5 წელის გავიდა მას შემდეგ, რაც ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, მწერალი ჯემალ კეჭაყმაძე დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე თავისი ტაქსით უფასოდ ემსახურება მომლოცველებს. მისი მომსახურების არეალი ოზურგეთის ყველა დაბა და სოფელია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ მან საკმაოდ რთული ოპერაცია გაიკეთა, იგი აღდგომას მისი უფასო ტაქსით კვლავ მომლოცველების განკარგულებაში იქნება.
აღდგომის წინ ჯემალ კეჭაყმაძე რედაქციაში გვესტუმრა და მორიგი აქციის შესახებ გვესაუბრა:
_ „უფასო ტაქსი“ პირველად 2017 წლის შობა დღეს ამოქმედდა და მას შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანს მოვემსახურე, რამაც მოსახლეობის ინტერესი გამოიწვია. შეუძლებელის სიტყვებით გადმოგცეთ, სახტად დარჩენილი „კლიენტის“ შესახებ , როცა მეგობრული დავა მქონდა ფულის გადახდასთან დაკავშირებით. ერთხელ ერთ-ერთმა კლიენტმა 3-ჯერ ფულის შემოთავაზების შემდეგ, დანიშნულების ადგილზე მიყვანისას სამად გადაკეცილი 10-ლარიანი  ავტომანქანაში ჩამიგდო. მანქანა ავამუშავე, დავუძახე _ გამოიხედე-თქო, დავძარი ადგილიდან და ფული ფანჯრიდან გადავუგდე…სარკეში ვხედავდი, ხელებს როგორ იქნებდა და გაკვირვებული იყო…ერთხელ, ღამის 12 საათი იქნებოდა, ერთმა ადამიანმა მთხოვა, ექადიის ეკლესიასთან ახლოს ვცხოვრობ და წამიყვანეო. ვიფიქრე , ნასვამია, შარს არ გადაეყაროს -თქო და წავიყვანე. მანქანიდან ჩავიდა თუ არა, სწრაფად წამოვედი, ფულის გადახდის საშუალება არ მივეცი. ქალაქში რომ ჩამოვედი, დავინახე, ჩემს გვერდით, საჯდომის ქვეშ ფულია დაყრილი. 200 ლარი იყო. სწრაფად დავბრუნდი უკან და იმ სახლის წინ მივეცი ხმოვანი სიგნალი, სადაც მგზავრი დავტოვე… თავად გამოვიდა. ვუთხარი: _შენ თუ ასე ქეიფობ ყველა ღამეს_ყოჩაღ-თქო. ფული დავუტოვე და წამოვედი. მას შემდეგ მასთან დღემდე ვმეგობრობთ.
სწორედ, ეს იყო ჩემი ჩანაფიქრის მიზანი _რაც სიკეთის მთესველი ადამიანის დამსახურებაა.
ღმერთმა ინებოს მშვიდობა, სიკეთე და ურთიერთ მიტევებადა სიყვარული. ღმერთმა ინებოს უკრაინის ომის მოკლე დროში დამთავრება _გვითხრა ჯემალ კეჭაყმაძემ.
უფასო ტაქსი აღდგომა დღეს მომლოცველებს დილის 9 საათიდან ქ. ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინ დაელოდება

მსგავსი სტატიები

  • 81
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 71
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 71
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 69
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 68
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…