2022 წლის 5 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, მისი აღმატებულება კელი დეგნანი, საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად  დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გურიის რეგიონს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში,ის „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მიმართულებით შექმნილ მრჩეველთა საბჭოს  შეხვედრას დაესწრო.ამერიკის ელჩი გაეცნო მიმდინარე საკითხებს, მოისმინა პროექტის მენეჯმენტის და ასევე, მრჩეველთა საბჭოს წევრების მოსაზრებები პროექტის შესახებ და დადებითად შეაფასა ის გამოცდილება, რაც მრჩეველთა საბჭოს შექმნით დანერგა კომპანიამ რეგიონში. საბჭოს წევრებმა, რომლებიც წარმოადგენენ გურიის სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ფრთას, გაუზიარეს ელჩს საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები პროექტის შესახებ, ასევე აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოების წევრების ჩართულობა დამხარდაჭერა ისეთი პროექტებისა, რომელთაც პერსპექტივაში მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლიათ საქართველოს ენერგეტიკული მომავლისთვის.

ელჩმა, კელი დეგნანმაგანაცხადა: „აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტში თავიდანვე დიდი იყო საზოგადოების ჩართულობა. მნიშვნელოვანია, თითოეულ დაინტერესებულმხარეს ჰქონდეს საშუალება გააჟღეროს და განიხილოს საკუთარი ხედვა და მოსაზრება, ამავდროულად, გააცნობიეროს, თუ რამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ პროექტს მათთვის და მთლიანად საქართველოსთვის“.

„ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტი ამერიკული ინვესტიციაა გურიის რეგიონში. კომპანია სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI ბახვი1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტში 60 მილიონ ლარზე მეტი  ღირებულების ინვესტიცია აქვს განსაზღვრული.

„როცა ვსაუბრობთ ამერიკულ ინვესტიციაზე, აუცილებელია აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ამერიკული ინვესტიცია  კომპანიას უქმნის ვალდებულებას, ყველა სამუშაო განხორციელდეს, როგორც ადგილობრივი  კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული  გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით, როგორიცაა მაგალითად IFC. ეს კი ნიშნავს გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტების საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნების შესაბამისად მართვას.როცა ინვესტორი შედის ამათუიმ რეგიონში, მას უშუალოდ  სოფლისთვის, სადაც ხორციელდება პროექტი, მოაქვს გამოცდილება, უფრო მეტი ცოდნა და ასევე, დასაქმების შესაძლებლობები, რაც  მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის.  არანაკლებ მნიშვნელოვანია  სოციალური პროექტები, რომელსაც ახორციელებენ ეს კომპანიები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით“ _ განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დირექტორმა.

„ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგური“ არის მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი, მცირე ჰესის პროექტი, რომელიც ამჟამადგარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების ეტაპზეა.მისი დადგმული სიმძლავრე არის 10.9 მეგავატი, წლიური გამომუშავება კი შეადგენს 43.1 მილიონ კილოვატსაათს. პროექტის ინვესტორიკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგია (CCEH), რომელიცსაერთაშორისო საინვესტიციო კომპანიაა. CCEH-ი საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდანოპერირებს. მის ინვესტორებს წარმოადგენენ საყოველთაოდ ცნობილი საფინანსო ინსტიტუტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. კომპანიის საქმიანობის მიზანია, განახორციელოს ინვესტირება საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდრო ელექტრო სადგურების (ჰესების) მშენებლობაში კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გზით.საინვესტიციო კომპანიას საქართველოში წარმოადგენს მისი აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ნიბლაძე. CCEH-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით ჰიდროენერგეტიკის დარგში, რომელთაც გააჩნიათ გამოცდილება საინვესტიციო, საინჟინრო-ტექნიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებებით.კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის პორტფელი მოიცავს როგორც უკვე ოპერირებად (ლახამი ჰესი, ბახვი 3 ჰესი, ინწობა ჰესი და აჭი ჰესი), ასევე მშენებლობის პროცესში (ახალქალაქი ჰესი)  მყოფ პროექტებს. ამასთანავე, გვაქვს „ბახვი 1 ჰესის“ პროექტი რომელიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების ეტაპზეა და ბახვი 2 ჰესი, რომელიც  კვლევის სტადიაზეა.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 74
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 74
    მრჩეველთა საბჭოს გასვლითი შეხვედრა ახალქალაქში კომპანია CCEH HYDROVI-ის ინიციატივით დაფუძნებული ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის  გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა სამცხე - ჯავახეთში, კერძოდ კი ახალქალაქში, 2021 წლის 8 – 9 სექტემბერს გაიმართა. საბჭოს შეკრების და ახალქალაქში ვიზიტის მიზანი, როგორც ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების ეტაპების გაცნობა, ასევე, კომპანია CCEH -ის პროტფელში…
  • 73
    „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა2022 წლის 3 თებერვალს, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ ოზურგეთის პროექტის მენეჯმენტის ინიციატივით გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, საბჭოს წევრებისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გაზიარება. შეგახსენებთ, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს და…
  • 65
    ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მთისპირსა და ჩხაკაურაში ჩატარდამდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 11 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის და ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას ადმინისტრაციულ შენობებში გაიმართა. განხილვას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჯარო სკოლისა და ბაღის ხელმძღვანელები და პედაგოგები და მთისპირის…
  • 61
    „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის მრჩეველთა საბჭოს წევრები ლახამში  https://www.youtube.com/watch?v=m4H8J9anHHc   „ ბახვი 1 ჰესის“ გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მესამე შეხვედრა სვანეთში, კერძოდ ლახამში გაიმართა. პირველ დღეს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მენეჯერებმა საბჭოს წევრებს გააცნეს პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევების პროგრესი. წარიმართა დეტალული კითხვა-პასუხის სესია, რომლის ფარგლებშიც კომპანიის თანამშომლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს საბჭოს წერვების შეკითხვებს.…