2022 წლის 4 მაისს, 16 საათზე  ჩოხატაურში გამწვანების აქცია ჩატარდა. აქციის ფარგლებში სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული მარადმწვანე და ფოთლოვანი მოზრდილი ნერგი დაირგო სამ უბანზე, კერძოდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შენობის წინ, მის მიმდებარედ არსებულ კრიმანჭულის სკვერში და ჩოხატაურის კულტურის სახლთან.

აღნიშნული ღონისძიება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და „ 1 ჰიდროელექტროსადგურის“ ერთობლივი აქციაა, რომელიც „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის  გარემოსდაცვითი  კომპონენტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა.

ჩოხატაურის გამწვანების აქციაში მონაწილეობას იღებდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე, მის თანამშრომლებთან ერთად და „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის დირექტორი“, მიხეილ ნიბლაძე, მენეჯმენტის სხვა წევრებთან ერთად.

„მოხარული ვარ, რომ დღეს მოგვეცა საშუალება ჩოხატაურში განგვეხორციელებინა პირველი პროექტი გარემოსდაცვითი კომპონენტის ფარგლებში. მოგეხსენებათ, ჩვენი სოციალური პროგრამა საგანმანათლებლო პროექტებით უკვე გახსნილია. გარემოს დაცვის კუთხით, კი სწორედ ამ ღონისძიებით ვხსნით სეზონს. ჩვენ მიერ გავრცელებულ გზავნილში მთავარი სიტყვა ზრუნვაა. ზრუნვა ადამიანებზე, გარემოზე და რეგიონის განვითარებაზე.  მიგვაჩნია, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ არის, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა. სწორედ ამას ვასწავლით ახალგაზრდებს ჩვენი ტრენინგის ფარგლებშიც, რომელიც ამჟამად მთისპირის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და სადაც უკვე სექტემბრიდან ჩხაკაურას სკოლაც ჩაერთვება.  გარემოს დაცვა და განახლებადი ენერგიების მნიშვნელობა ფასდაუდებელია რაც ჩვენ შეიძლება გავუკეთოთ როგორც ჩვენს თავს ასევე, მომავალ თაობას– მიხეილ ნიბლაძე, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის დირექტორი.

გამწვანების აქცია დედამიწის საერთაშორისო დღის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც თავის მხრივ ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება მთელს მსოფლიოში.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 63
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 61
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 55
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 52
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
  • 51
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…