დღეს,  ქალაქ ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის XIV ტურის მატჩის (ბოლნისის„სიონი“ _ გორის„დილა“) შესვენების დროს— გოდერძი მახარაძემ –  ქართველი ფენომენი, მძლეოსანი და ფეხბურთელი, მსოფლიოს (გინესის) მრავალგზის რეკორდსმენი, ორი სარეკორდო ასპარეზობა გამართა.  მისი მიზანი გახლდათ:

I — თავით კალათბურთის ბურთის კენწვლით 100 მეტრის გარბენი 30 წამზე ნაკლებ დროში.ეს არის მისი ახალი მსოფლიო სარეკორდო განაცხადი!

II — თავით ფეხბურთის ბურთის კენწვლით 200  მეტრის გარბენი 54.09 წამზე ნაკლებ დროში, ანუ კრიშნან კუმარაველუს მიერ დამყარებული (15.12.2013, ინდოეთი) მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება.

რამდენიმე წუთის წინ გოდერძი მახარაძემ ბრწინვალედ შეასრულა ჩანაფიქრი და ახლა იგი გინესის 54 რეკორდის ავტორია.
ტურნირის ორგანიზატორების ცნობით, გოდერძი მახარაძემ 100 მეტრზე გარბენი, თავით კალათბურთის ბურთის კენწვლით  22,66 წამში დაფარა, შემდეგ კი 200 მეტრზე გარბენში თავით ფეხბურთელის ბურთის კენწვლით ინდოელი  კრიშნან კუმარაველუს მიერ დამყარებული რეკორდი გაუმჯობესა (49, 87 წამი).

გაზეთ „ალიონს“ ამ ასპარეზობის დამფინანსებელი, სამთო-მომპოვებელი კომპანია „არემჯის“სოციალური პროექტების სამსახურის მენეჯერი ზურაბ დევდარიანი ესაუბრა:

_ძალიან სასიხარულო მოვლენის მოწმენი გავხდით. ორი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა დღეს თამაზ სტეფანიაზე ოზურგეთელმა გოდერძი მახარაძემ. შესანიშნავი შედეგია. ჩვენი ერთჯერადი პროექტი წარმატებული გამოდგა_გვითხრა მან.

ტურნირის ორგანიზატორი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური ; საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი.“

„სიონისა“ და „დილას“ მატჩი გრძელდება. ჯერ-ჯერობით ნულოვანი ფრეა.

ფოტო გაზეთ „ალიონის“ არქივიდან.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 36
    დღეს გოდერძი მახარაძე ბოლნისში გინესის ორ ახალ რეკორდს დაამყარებსდღეს, 16 საათსა 30 წუთზე ბოლნისის "სიონისა" და გორის "დილას" თამაშის დროს ჩვენი სახელოვანი გოდერძი მახარაძე გინესის რეკორდს 53-ჯერ დაამყარებს ბურთის თავით კენწვლაში. ჩვენ ამ წუთებშო გოდერძი მახარაძეს ვესაუბრეთ: _ბოლნისში გინესის ორი რეკორდი უნდა დავამყარო. პირველი_ეს  იქნება 100 მეტრის გავლა საკალათბურთო ბურთის კენწვლით 30 წამზე ნაკლებ დროში; მეორე კი 2013…
  • 34
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 33
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 32
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…