26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა    

 მერაბ კოსტავა (დ. 26 მაისი1939თბილისი ― გ. 13 ოქტომბერი1989, სოფელი ბორითი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი და უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე, პოეტი. 1974 წლიდან მის ტრაგიკულ დაღუპვამდე იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამორჩეული ლიდერი. კოსტავა იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეწეოდა დისიდენტურ და ადამიანის უფლებათა დამცველ საქმიანობას, ებრძოდა საქართველოში დამყარებულ საბჭოთა რეჟიმს, საკუთარი შეხედულებებისა და ფასეულობებისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს.[1]

კოსტავა უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის არაერთი ორგანიზაციის შექმნასა და ღონისძიების დაგეგმვაში. 1956 წელს რვა თანატოლთან ერთად შექმნა არალეგალური პოლიტიკური ორგანიზაცია „გორგასლიანი“, ხოლო 1974 წელს გახდა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრ და აქტიურად ჩაერთო კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ იატაკქვეშა ბრძოლაში. 1987 წელს გახდა პირველი არაფორმალური გაერთიანების – „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ წევრი, მოგვიანებით მისი ინიციატივით შეიქმნა „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება“, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად კოსტავა გახდა. [1]

ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის კოსტავა არაერთგზის დააპატიმრეს. 1956 წელს ის პირველად დააპატიმრეს და სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მალევე პირობითი სასჯელით გაანთავისუფლეს. 1977 წელს მეორედ დააპატიმრეს – ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისთვის მას 3 წელი ციხე, ხოლო 2 წელი – გადასახლება მიესაჯა, ამავე დროს, სსრკ-ში არსებული სადამსჯელო რეპრესიული ფსიქიატრიის მეთოდებით დაინიშნა მერაბ კოსტავას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა მის შერაცხადობასთან დაკავშირებით. ციხეში გატარებული სასჯელის შემდეგ იძულებით გადაასახლეს ჯერ ცენტრალური რუსეთის ქალაქ პერმის პოლიტიკურ საპატიმროში, მოგვიანბით კი ციმბირშიირკუტსკის ოლქის ქალაქ კვიტოკში; პროვოკაციის შედეგად დამატებით მიესაჯა 5 წელი ანგარსკის მკაცრი რეჟიმის მე-15 კოლონიაში. 1985 წელს გადაიყვანეს ტაშკენტის მე-9 კოლონიის საავადმყოფოში, ხოლო ერთი წლის შემდეგ – ქსნის კოლონიაში. 1987 წელს პატიმრობიდან განთავისუფლდა. 1989 წელს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ზვიად გამსახურდიასთანგიორგი ჭანტურიასა და ირაკლი წერეთელთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა 1989 წელს, ჯარიმის დაკისრების შემდეგ, გაანთავისუფლეს. ციხესა და გადასახლებაში ყოფნისას კოსტავა ჯამში 13 თვეზე მეტი იშიმშილა.[1]

პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად, მერაბ კოსტავა ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას. 1953 წელს სწავლა დაიწყო ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, ხოლო 1958 წელს ჩაირიცხა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო, ხოლო მოგვიანებით – მუსიკის თეორიის სპეციალობაზე. 1964 – 1969 წლებში მუშაბდა რუსთავის სამუსიკო სკოლაში, ხოლო 1966 წელს დაინიშნა ბალანიჩვაძის სახელობის მესამე სამუსიკო სასწავლებლის ფორტეპიანოს პედაგოგად, საიდანაც 1978 წელს გაანთავისუფლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის გადწყვეტილების საფუძველზე. გადასახლებაში ყოფნისას 1980 – 1981 წლებში მუშაობდა სოფელ კვიტოკში მუსიკალური სკოლის პედაგოგად. 1987 წელს დაინიშნა ჟურნალ „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორად, თუმცა მალევე გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. გარდაცვალებამდე მე-8 სამუსიკო სკოლის პედაგოგად მუშაობდა.[1]

1978 წლის 13 ივნისს აშშ-ის სენატი 90 ხმით 1-ის წინააღმდეგ შეუერთდა ნორვეგიისბელგიისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტართა ჯგუფს და მერაბ კოსტავა, სხვა დისიდენტებთან ერთად, წარადგინეს მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიაზე1985 წელს აშშ-ის კონგრესის ევროპის „უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის“ კომისიამ კოსტავა, სხვა დისიდენტებთან ერთად, განმეორებით წარადგინა მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიაზე1979 წელს საერთაშორისო ორგანიაცია Amnesty International-მა მერაბ კოსტავა ჯერ პოლიტპატიმრად, ხოლო 1985 წელს – სინდისის პატიმრად აღიარა.[1]

მერაბ კოსტავას საქმიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში, ბრძოლასა და წარმატებაში. იგი აქტიურად იბრძოდა საზოგადოების გამთლიანებისთვის – 1989 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავამ განაცხადა: „თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთ“.[2]

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისში მომავალ გზაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითთან ავტოავარიაში დაიღუპა. ავტოავარიის დეტალები და გამომწვევი მიზეზები დღემდე კამათის საგანია. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში[1]

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

უფალი ბევრჯერ გამოცდის რუსეთს ..

უფალი ბევრჯერ გამოცდის რუსეთს,

ვეშაპის მუცლით გასულ იონას

და აიაზმას გადაასხურებს,

როცა განწმენდის ჟამი იელვებს,

როცა იქცევა ყველა მსახურად,

როცა ფეხს დაჰბანს გადამთიელებს.

 

ღვთისმშობლისადმი

ადამის მოდგმა დაობლდა

თუ გველი გაწვა ცაზედა,

ედემში ალვა ჰყვაოდა

აქ ნაცარს ვიყრი თავზედა.

სოფლისა წარმავალობამ

გამიასკეცა ჭრილობა,

თუ მიხსნის, შენი წყალობა

და შენი წილხვდომილობა.

შენგან, შენგან განიდიდა

და განახლდა მიწა ძველი.

შენ დაჰბადე სიკვდილითა

სიკვდილისა დამთრგუნველი.

ანგელოსთ დასმა გადიდა

უკვდავი სიტყვის მშობელი

მე ბაგით, მწიკვლევანითა

ვით გკადრო საგალობელი.

ვნებანი ვეღარ წარვხოცე,

ავმან, საავდროდ ვიავე,

ნიჭი, ზეგარდმო ნაბოძი

გავფანტე, გავანიავე.

სული მომმადლე თმენითა,

გამოუთქმელო ენითა,

ხრწნილებათაგან დამიხსენ

უხრწნელებითა შენითა.

თუ რამ ვცოდე, მომიტევე,

დამიშრე ცრემლთა ტბორები,

ნუ სადა მე დამიტევებ,

ნუ სადა განმეშორები.

სინანული განმიახლე

სიწმინდეო შეუვალო,

ტაძრად ღვთისად მიმაახლე

ღმრთისა სძალო დედუფალო.

შენგან, შენგან განიდიდა

და განახლდა ზეცა ძველი

მკვდრეთით აღდგა სიკვდილითა

სიკვდილისა დამთრგუნველი.

დაუსაბამო ნათლის ცისკარო,

სწრაფშესმენითა მადლის მგებელო,

შენდა გღაღადებ ყოველ ცისმარე

უბიწოო, შეუგინებელო.

შენგან დამესახოს მაღალი მიზანი,

შენით დავუტევო გზანი ცოდვისანი.

შენ თვალო სულიწმინდისა,

ადამის მოდგმის გაისო,

ცისკენ გამდებო ხიდისა,

სერაბინთ უზესთაესო,

წინაშე ძისა შენისა,

მას დღესა განკითხვისასა,

ნუგეშად გამოგვიჩნდი რომელი

გვექმენი შუამდგომელი.

 

 

                   

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 72
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 64
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 63
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 61
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 57
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…