მელიტონ მუსხელიშვილი _ქართველი მეცნიერი რომელმაც ღმერთის არსებობა დაამტკიცა.
ის მთელი ცხოვრება მხოლოდ მეცნიერული პრობლემებით იყო დაკავებული. მას აზრადაც კი არ მოსდიოდა, რომ მისი აღმოჩენებით მაღალი იერარქიის სასულიერო პირები დაინტერესდებოდნენ.
პროფესორ მუსხელიშვილის მონოგრაფიამ „ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველის ატომების, მოლეკულების და ქაოტური ძალისმიერი ხაზების ვაკუუმური რხევები ქიმიური სტიმულირებისას “ სამეცნიერო წრეებში სრული შოკი გამოიწვია. 1998 წლის თებერვლიდან ეს შრომა დაცულია 12 ქვეყნის 45 სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, მათ შორის საფრანგეთის უნივერსიტეტებში, ტოკიოს უნივერსიტეტში და მოსკოვის 15 წამყვან უნივერსიტეტსა და ინსტიტუტში. ამ მონოგრაფიაში ერთმნიშვნელოვნად მეცნიერულად არის დამტკიცებული გამრუდებული სივრცის 9 ახალი თვისება, ატომის აგებულების 16 ახალი მოცემულობა, ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველების 16 ახალი განტოლება, 16 ახალი კანონი, გრავიტაციული ძალების 14 ახალი თვისება ასტრონომიაში.
ფორმულების მკაცრი ენით მუსხელიშვილმა დაამტკიცა, რომ სამყაროს ნებისმიერი ობიექტები, მიუხედავად მათ შორის მანძილისა, ურთიერთქმედებაში მყისიერად მოდიან.
ადრე ითვლებოდა, რომ არანაირი ურთიერთმედება არ შეიძლებოდა მომხდარიყო სინათლის სიჩქარეზე სწრაფი სიჩქარით, -ყვება თავის აღმოჩენაზე პროფესორი მუსხელიშვილი,-ეს 300 ათასი კმ/წმ-ია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ძალები მყისიერად ურთიერთქმედებენ. ეს დასაბუთებულია თორიულად და დამტკიცებულია ექსპერიმენტებით. ეს ხომ სამყაროში ერთიანი უზენაესი ძალის არსებობაზე მეტყველებს. ეს ნიშნავს, რომ თავისი არსით, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თვისთვის მოულოდნელად, მუსხელიშვილმა რომის პაპისაგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ მისი უწმინდესობა მელიტონ მუსხელიშვილს უძღვნის ლოცვებს და მეტად აფასებს იმ გრძნობებს, რამაც მეცნიერს ბიძგი მისცა დაეწერა ეს მონოგრაფია. „ამასთან, გვსურს, გაუწყოთ, რომ მხოლოდ გულმოდგინე კვლევებისა და სოლიდური ექსპერტიზის შემდეგ გადავწყვიტეთ, გამოგვეხატა ჩვენი თქვენდამი მადლიერება“_ ნათქვამია წერილში.
პროფესორმა გადაიკითხა ბიბლია, ყურანი, თორა და განცვიფრდა, რამდენად ეთანხმება ისინი ერთმანეთს. მან აღტაცება გამოხატა იმის გამო, თუ რა ზუსტად არის აღნიშნული ამ ტექსტებში მისი მეცნიერული აღმოჩენის არსი.
მეცნიერი დარწმუნებულია, რომ აზრი მატერიალურია და სამყაროს ნებისმიერი წერტილიდან ის წამიერად შეიძლება აღმოაჩინო.
მსოფლიოს ძირითადი რელიგიების წმინდა წიგნებში, -ამბობს პროფესორი მუსხელიშვილი, – წერია, რომ უფალი ყოვლისმცოდნეა. ადრე მეცნიერი-ათეისტები ხშირად აკრიტიკებდნენ სწორედ ამ განსაზღვრებას. ერთი შეხედვით, მათი ლოგიკა რკინისებურად მტკიცე იყო, რადგანაც „სინათლის სიჩქარეს საზღვარი აქვს, ღმერთს, თუკი ის არსებობს, არ შეუძლია ადამიანის ნამოქმედარის მეყვსეულად დანახვა და გაგონება.“
თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყველა ჩვენგანის აზრი მატერიალურია. მოლეკულებში ატომები, რისგანაც ტვინის ნეირონები შედგება, ასრულებს რხევით და ბრუნვით მოძრაობებს. აზროვნების პროცესს აუცილებლად ახლავს თან ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველების ძალური ხაზების გამოშვება, ან შთანთქმა. ამ პროცესის აღმოჩნა სამყაროს ნებისმიერი წერტილიდან მყისიერად არის შესაძლებელი. გამოდის თუ არა,რომ ღმერთმა იცის ჩვენი ყველა აზრი?
დიახ, არსებობს ძალა, რომელსაც ყველაფერი ემორჩილება. მას შეიძლება ერქვას უფალი, მსოფლიო გონი, ან კიდევ სხვა რამ. მაგრამ არსი არ იცვლება. ურთიერთქმედება სამყაროში მყისიერია, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ობიექტები.
კოლეგებმა გამოთვალეს: მუსხელიშვილის თეორია აბათილებს თერმოდინამიკის 12 კანონს, ქიმიის 20 განხრას, ფიზიკის 28 განხრას, მექანიკის 28 მიმართულებას. პროფესორის მხოლოდ ერთი მტკიცებულება რად ღირს იმის შესახებ, რომ „წონასწორულ შექცევად პროცესებში დრო შეიძლება მასად და ენერგიად გადაიქცეს, ხოლო შემდეგ განიცადოს უკუპროცესი. “ გამოდის, რომ მიცვალებულთა აღდგომა, რაზედაც ყველა წმინდა წიგნი მიუთითებს, შესაძლებელია!
პროფესორმა თავისი დასკვნების შემოწმება თავის სამეცნიერო ოპონენტებს შესთავაზა. მათ ვერ შეძლეს მათი უარყოფა. ევროპის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა იოაკიმე შეფილდმა კოლეგის მონოგრაფიის შესახებ აღტაცება გამოხატა. სასულიერო და სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან მის ნაშრომებზე ასევე მრავლად იყო გამოხმაურებები.
პროფესორი მუსხელიშვილი თავს მორწმუნე ადამიანად თვლიდა: “თავდაპირველად ღმერთის არსებობა ფორმულებით დავამტკიცე, ხოლო შემდეგ ის საკუთარ გულში აღმოვაჩინე.“
ძველ ინდურ წმინდა წერილებში, რომელიც 8 ათას წელს ითვლის, მეცნიერულად არის ახსნილი, რომ უფალი აღვსილია მიუწვდომელი ენერგიებით. მას შეუძლია აღიქვას ჩვენი ქმედებები ნებისმიერი ფორმით და ფლობს იმის უნარს, თავისი სურვილისამებრ გარდაქმნას საკუთარი ენერგია.”
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 95
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 89
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 88
    სევდიანი იუმორი და მოწოდება: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როცა წასაგებადაა განწირული“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი სცენიდან  რეალურ ყოფამდე თუ,  შელამაზებული, დახვეწილი ურთიერთობების მიღმა არსებულ მეორე „განზომილებაში“  ჩარჩენილ ადამიანთა მარათონი უზნეობის, სიხარბის, უსუსურობის, მლიქვნელობის..., ერთიან ჩარჩოში. ჩარჩოში, რომელსაც გარე სივრცესთან ფანჯრების დაბზარული, თუ ჩატეხილი მინები, და  სხვადასხვა ემოციის და მოქმედების გამომხატველი ხელები აკავშირებს. ეს ყველაფერი ინაცვლებს სპექტაკლში  „იმერული რეკვიემი“, რომლის  ჩვენება,  გაიმართა  ოზურგეთის…
  • 87
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 83
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…