ნორვეგიულ გამოცემა „დაგსავისენ“-ში ქრონიკის გვერდი დაეთმო ჩემს  (ავტორი მაკა დოლიძე -რედ.) სტატიას პირველი მაისის მნიშვნელობაზე
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ, როგორც ფოტო ფურცელზე ნაბეჭდი სტატიისა, ასევე შესაბამისი ლინკი ელექტრონული გაზეთისთვის.
თარგმანი იხილეთ ქვემოთ :
ყველა დანარჩენ არასამუშაო დღეს აქვს თავისი სახელი, პირველი მაისის გარდა

 

ნორვეგიული კალენდარი პირველ მაისს აღნიშნავს, როგორც საჯარო დასვენების დღეს. თუმცა დღესასწაულის შინაარსის გასაგებად კალენდრის სქოლიოში მოგიწევთ წვრილ წარწერებში ამოკითხვა, რომ თურმე ეს დღე მშრომელთა საერთაშორისო დღეა.

მაისისთვის კალენდარშივე შეიძლებოდა ამ დღის საკუთარი სახელით მითითება.

ამ დღეს თავისი სახელი გაზეთ დაგსავისენის ერთ-ერთმა მთავარმა რედაქტორმა და მუშათა პარტიის მაშინდელმა ლიდერმა კარლ იეპესენმა დაარქვა ნორვეგიაში 1890 წელს.

დღე აღინიშნა როგორც „მუშათა საკუთარი ბრძოლისა და ზეიმის საერთაშორისო დღე.“

მოგვიანებით დღის მნიშვნელობა „შრომის დღემდე“ იქნა დაყვანილი და 1942 წლის აპრილში ძალაში შევიდა როგორც არასამუშაო დღე. სწორედ ისევე, როგორც გერმანიაში, სადაც საბჭოთა კავშირის მსგავსად დღის სულისკვეთება ბოროტად იქნა გამოყენებული პროფესიული გაერთიანებების გასანეიტრალებლად, რადგან ი მდროს მთელი მსოფლიო უფრთხოდა ორგანიზებულ სამუშაო ძალას. 1 მაისი დასვენებად გამოცხადდა, დაუშვეს 8 საათიანი სამუშაო დღე, და გამოაცხადეს,რომ პროფკავშირების ფუნქცია ამოიწურა და დახურეს ისინი.

საბჭოთა კავშირი შთაგონების წყაროდ იქცა გერმანიისთვის, რადგან დღის სახელწოდება შეცვალეს ისე, რომ შრომას ხაზი გაუსვეს, მაგრამ სამუშაოს შემსრულებელი სუბიექტი გააქრეს. ასე გადაიქცა ეს დღე- „შრომის დღედ“, ასე შესრულებულ სამუშაოზე წამოვიდა მეტი აქცენტი, ისე რომ ამ სამუშაოს შემსრულებელი საერთოდ ააორთქლეს.

საბჭოთა კავშირი, ჩინეთი, ლაოსი, ვიეტნამი და ჩრდილო-კორეა ამ დღეს როგორც წესი სამხედრო აღლუმით და ძალის დემონსტრირებით აღნიშნავდა.

ეს კი რა თქმა უნდა უფსკრულს ზრდიდა დასაქმებულთა და მათ უფლებებს შორის.

ყველაფერი დაიწყო 8 საათიან სამუშაო დღის იდეით ჯერ კიდევ 1500-ან წლების ესპანეთში. ცოტა მოგვიანებით ის აქტუალური თემა გახდა ბრიტანეთის ინდუსტრიული რევოლუციისას.

პირველი გაფიცვა კი 1856 წელს შედგა ვიქტორიაში, ავსტრალიაში, 30 წლის შემდეგ კი ჩიკაგოში განმეორდა იგი, სადაც 200 000 დასაქმებული გაიფიცა სწორედ 8 საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით.

დემონსტრაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც 1986 წლის პირველ მაისს დაიწყო, მხარს უჭერდნენ პროგრესული პროფესიული გაერთიანებები. რამოდენიმე დღის შემდეგ კი 2 დემონსტრანტის სიცოცხლე ბომბის აფეთქებას შეეწირა.

პოლიციამ ცეცხლი გახსნა და დახოცა კიდევ უფრო მეტი მათგანი. შეზღუდული გამოხატვისა და პირადი თავისუფლების პირობებში პოლიცია, რომელიც თავად მნიშვნელოვან სამუშაო ძალას წარმოადგენს საკუთარი შრომის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა.

სამი წლის შემდეგ 1889 წლის პირველ მაისს გენერალური გაფიცვა ამერიკის შრომის ფედერაციის ხელმძღვანელობით ჩატარდა. ისევ 8 საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით.

ეს ინიციატივა მხარდაჭერილ იქნა პარიზშიც იმავე წელს.

გერმანიაში 1942 წელს ძალაში შესული კანონი 1 მაისის შესახებ, გაუქმდა 1945 წელს. 2 წლის შემდეგ ნორვეგიაში გამოცხადდა კანონით დადგენილ დასვენების დღედ. პირველი მაისის ინტერპრეტირება მოხდა მაშინდელი პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, რამაც შედეგში გამოიწვია მისი იდენტობის არასაჭიროდ უკიდურესი განეიტრალება.

ნორვეგიაში „მუშათა ბრძოლისა და ზეიმის დღე“ (1890) ჯერ „შრომის დღედ“ გადაკეთდა (1942), სადაც მოქმედი სუბიექტი იქნა ამოღებული. შემდგომში კი განახლებულ იქნა, როგორც უბრალოდ დასვენების დღე (1947). ასე გაქრა ამ დღიდან თემაც.

საზოგადოების სურვილი ყოველდიურობის გაუმჯობესებისა ანარქისტულად იყო აღქმული იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა ჯერ კიდევ 1500-ანი წლებიდან იღებს სათავეს. სწორედ ამიტომ მოანდომა კაცობრიობამ 300 წელი მის რეალიზებას.

1947 წლის შემდეგ 75 წელი გავიდა და საზოგადოებას არ შეუწყვეტია განვითარება.

ბევრი იწერება და ძალიან ცოტა კეთდება 4 დღიანი სამუშაო კვირის დასამკვიდრებლად.

ბევრი სპეკულირებს იმით, რომ ასეთი ცვლილება შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და ხარჯებზე ნეგატიურდ აისახება.

მხოლოდ ტექნოლოგიური რევოლუცია კმარა იმის მისახვედრად, რომ დღეს ჩვენ მინიმუმ სამჯერ მეტ სამუშაოს ვასრულებთ იმავე სამუშაო დროში. კომუნიკაციაც ხომ ელვისებური სისწრაფისაა დღეს.

მაგრამ ეს განვითარება პროპორციულად აისახა კი შრომის ანაზღაურებაზე?

შანსი იმისა, რომ ამჟამინდელი დასაქმებული ნაკლებანაზღაურებადია მეტია, ვიდრე ის, რომ საზოგადოებამ ვერ დააკმაყოფილოს ეკონომიკური და სამეწარმეო საჭიროებები, თუკი ჩვენ კიდევ უფრო ადამიანურ სამუშაო პირობებს შევქმნით.

გადახედვას საჭიროებს თავისუფალი დროც. ის ჩვენ ხელახლა უნდა განვიხილოთ. რამდენი დრო ეხარჯება ადამიანს სამსახურში წასვლა-წამოსვლაზე? რამდენი დრო სჭირდება ყოველდღიურ საჭმლის მზადებას, რეცხვა-დალაგებას და ა.შ.? საზოგადოებას ხომ ახალი ჰობები გაუჩნდა! ახლა უფრო მეტი ახალი აქტიურობები და ინტერესები აქვს საზოგადოებას, ასე არ არის?

და მაინც ვკითხულობთ საიდან მოდის გადაწვა და დეპრესია?

არ შეიძლება ადამიანს მოთხოვო მივიდეს სახლში მხოლოდ იმიტომ რომ დაიბანოს და ჭამოს, და თუ გაუმართლა ცოტაც ივარჯიშოს. თვითრეალიზაციისთვის ამოსუნთქვის მეტი დროა საჭირო! ჯანმრთელობა უპირველსია.

ორწლიანი პანდემიის შემდეგ წელს ისევ გაიმართება საპირველმაისო მსვლელობა ოსლოში, რაშიც მონაწილეობის მიღებას ბევრი ჩვენგანი სიხარულით ელის.

მაგრამ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტის გაკეთება? სხვათა შორის, ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ ორმაგ და სამმაგშტატიანი სამუშაო ვაკანსიების გამოცხადება და უნდა გავბედოთ უარის თქმა მსგავს შემოთავაზებებზე.

მიუხედავად იმისა, დამსაქმებელი ხართ თუ დასაქმებული, უნდა გესმოდეთ, რომ მიმღების თანამშრომელი და მრჩეველი ორი განსხვავებული პოზიციაა, რომ ჟურნალისტი ან არტ დირექტორი არ არის დიზაინერი და, რომ განყოფილების უფროსს არ უნდა ებაროს ბუღალტერია!

თუ თქვენთვის ძნელია იმის მიხვედრა, რომ ეს ზიანს აყენებს შრომის ბაზარს, რადგან სამუშაოს ართმევს სხვას და მას უფრო იაფად ხელმისაწვდომს ხდის თქვენი თანხმობის ხარჯზე, მაშინ დროა პროგრესულ პროფესიულ გაერთიანებაში გაწევრიანდეთ და უფრო მეტი ინფორმაციით შეიარაღდეთ.

დღევანდელი შედარებით უკეთესი სამუშაო პირობები სულ მცირე სამასი წელი და მრავალი ადამიანის სიცოცხლე დაგვიჯდა. პირველი მაისი თავდაპირველად მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას და პატივისცემის დამკვიდრებას დასაქმებულთა მიმართ, მათი თანამედროვე საჭიროებების წარმოჩენას და უკეთესი მომავლისთვის შთაგონებას სამუშაო პირობების საფუძველზე.

დღის ისტორიული რაკურსი გვიჩვენებს, თუ რამდენად ბევრი ისაუბრეს მის წასახალისებლად და უფრო მეტად დასაკნინებლად, როგორ სწავლობდნენ მას გამადიდებელი შუშით ყოველი მხრიდან, პოლიტიზირებდნენ და იყენებდნენ საზოგადოების ყურადღების მართვის იარაღად.

სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი, რომ მივიხედოთ უკან – მიუხედავად იმისა დასაქმებული ვართ, თუ დამსაქმებელი, ან თუნდაც საწარმოს მფლობელი. სანამ სამართლიანობის გრძნობა გვაერთიანებს, მადლობა უნდა ვუთხრათ მათ, ვინც თავის დროს არა და არ დათმო უკეთესი და ცოტა უფრო სამართლიანი სამყაროს რწმენა.

მათ ჩვენ გვასწავლეს, რომ უკეთესი სამუშაო პირობები ყოველთვის წინაა და მისკენ სვლა აუცილებელია.

მაკა დოლიძე

მსგავსი სტატიები

  • 87
    ფესტივალის მერვე დღე _„ცის კარი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მერვე დღეს მაყურებელმა ორი წარმოდგენა იხილა. მაყურებელმა გაიცნო ბრაგის თეატრალური კომპანია სპექტაკლით „ცის კარი“ (რეჟისორი- ელენე მაცხონაშვილი) და თავისუფალი თეატრი სპექტაკლით „სამანიშვილის დედი(ს) ნაცვალი“. საგულისხმოა, რომ ორივე სპექტაკლში ასახულია რეჟისორების განსხვავებული ხედვა და ინტერპრეტაციები. „ცის კარი“ ფესტივალის ფარგლებში ბრაგის თეატრალური კომპანიის სპექტაკლის სანახავად ჩოხატაურის კულტურის…
  • 87
    „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებსსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…
  • 87
    ბახვი 2 ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვა ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერთან, დავით კობერიძესთან _ბატონო დავით, როგორ დაახასიათებთ ჰიდროენერგეტიკას და არის თუ არა ის მწვანე ენერგიის წყარო? _ ჰიდროენერგეტიკა არამც თუ მწვანე და განახლებადი ენერგიის რესურსია, არამედ ქარისა და მზის სადგურებისგან განსხვავებით სტაბილური ენერგიის წყაროა. ქარისა და მზის სადგურების მუშაობა მეტწილად დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე…
  • 86
    „ჯუმა“, ჯუმათელები და... სამოქალაქო აქტივობაჯუმათი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელია. მაღალმთიანი, ულამაზესი, უძველესი კულტურის მქონე, აქ ადამიანთა დასახლების ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება... ალბათ, ადრეული ცივილიზაციის გაგრძელებაა, რომ სოფელში სამოქალაქო აქტიურობით გამორჩეული ახალგაზრდობა ცხოვრობს და საქმიანობს კიდეც. ქალბატონი მაკა ჩხარტიშვილი ჯუმათის სათემო ორგანიზაციის „ჯუმას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია. „ჯუმა“ კი არასამთავრობო ორგანიზაციის „გურიის მედიატორთა ასოციაცია“ ქოლგის ქვეშ საქმიანობს.…
  • 85
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…