რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა ოზურგეთელი ავთანდილ მამალაძე. იგი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია.
ავთანდილ მამალაძე, რომელიც 60 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა , ფინალის გზაზე იტალიელი ფედერიკო სერჯიო კანილია (10:0), ლიეტუველი ეიმანტას ანდრიუშკა (4:0), ჩეხი მარტინ კიჩი (15:7) და ავსტრიის ნაკრების წევრი ისა ბეკტემიროვი (10:1) ჩამოიშორა.
დღეს ავთანდილ მამალაძე საჩემპიონო ბრძოლაში  აზერბაიჯანელ ვადატ გასიმზადეს შეხვდა და საფინალო ბრძოლა დათმო.ავთანდილ მამალაძე შინ ვერცხლის მედლით ბრუნდება!
ვულოცავთ ავთანდილს ღირსეულ მეორე ადგილსა და ვერცხლის მედალს!
ავთანდილ მამალაძე ევროპის პირველობისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულ ჭიდაობის სექციაში ემზადებოდა. პირადი მწვრთნელი – კახაბერ აბაშიძე.
 ანრი ხოზრევანიძე (51 კგ.) და ვახტანგ ლოლუა (48 კგ.)  ევროპის ჩემპიონები არიან.
 ფინალში ანრიმ აზერბაიჯანელი ვადატ გასიმლი 4:1 დაამარცხა, ხოლო
14 წლის ვახტანგ ლოლუამ   ფინალში ასევე აზერბაიჯანელი ელვინ იბადოვი დაამარცხა (4:1) და ოქროს მედალს დაეუფლა.
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 51
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 44
    ავთანდილ მამალაძე ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფინალში იჭიდავებს!მამალაძე ფინალშია! ოზურგეთელი ავთანდილ მამალაძე ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფინალში იჭიდავებს! რუმინეთში, ქ. ბუქარესტში, ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ,  60 კგ. წონით კატეგორიაში ( ბერძნულ - რომაული სტილი) ავთანდილ მამალაძე ფინალში გავიდა. ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში ავსტრიელი ისა ბეკტემიროვი 10:1 დაამარცხა და ფინალში აზერბაიჯანელ მაჰამედ გასიმსადეს დაუპირისპირდება ნახევარფინალამდე მამალაძემ იტალიელი…
  • 38
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 37
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 36
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…