ისრაელის ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სასმელი წყლის გასაფილტრი დანადგარი NUF-500 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღში დაიდგა,დანადგარი საათში ფილტრავს 500ლ.სასმელ წყალს ეშერეხია კოლის,კოლიფორმის,სალმონელას და სხვა ბაქტერიებისაგან.
პროექტს ანხორციელებს ა/ო ,,საქართველო შალომ კლუბი- გურია”.
პროექტი ხორციელდება იაპონიის მთავრობის დახმარებით,გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ისრაელის საელჩოს,გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის და რეგიონის მუნიციპალიტეტის მერების ხელშეწყობით.
პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 18 და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 9 საბავშვო ბაღში მ.წ. სექტემბრამდე დაიდგმება გასაფილტრი დანადგარი NUF-500.
ამით გურიის ბაღებში სუფთა სასმელი წყლის პრობლემა გადაიჭრება.
,,საქართველო შალომ კლუბ- გურიას”მიერ საქართველოს 5 რეგიონის 20 საჯარო სკოლაში დაიდგა ზემოდხსენებული დანადგარები.
ამჟამად გაეროს ჯანდაცვის პროგრამით პარტნიორ ორგანიზაცია,,unicef”თან ერთად, შალომ კლუბი მუშაობს პროექტზე, რომლის ფარგლებში გურიის 30 საჯარო სკოლაში დაიდგმება დანადგარიNUF-500,
2 საჯარო სკოლაში და 4 საავადმყოფო პოლიკნინიკაში დაიდგმება დანადგარი, NUF 1–6,რომელიც საათში 6 ტ.წყალს გაფილტრავს.
ამ პროექტით გურიის საჯარო სკოლებში გადაიჭრება სუფთა სასმელი წყლის პრობლემა.
მანამდე ,,შალომ კლუბის” მიერ:ისრაელის,სლოვაკეთის საელჩოების და,,unicef ” დახმარებით გურიის რეგიონის 15 სკოლაში დაიდგა ზემოდხსენებული დანადგარები და უკვე 2წელია შეუფერხებლად მუშაობენ.
პერსპექტივაშია სოფლის წყალსადენების სისტემების გაფილტვრა.
ამ საკითხდან დაკავშირებით ისრაელიდან საქართველოში კლუბის მოწვევით ჩამოვლენ სპეციალისტები,რომლებიც ადგილზე გაეცნობიან სიტუაციას.ლაპარაკია დანადგარებზე რომლებიც დრეღამეში 300 ტონაზე მეტ სასმელ წყალს გაფილტრავს.
მსგავსი სტატიები
- 44
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 37
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 36
მრავალმხრივ წარმატებული და უკვე პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაციის „შალომ კლუბ „გურიას“ საქმიანობის უფრო დეტალურად გაცნობის მიზნით, გასული კვირის სამშაბათს დაბა ჩოხატაურში ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს, ბატონ ზაურ ოსეფაიშვილს ვსტუმრობდით. ზაურ ოსეფაიშვილი - ბიზნეს ეკონომისტი, პედაგოგი, ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „MASHAV“-ის კურსდამთავრებული, BDC აკადემიის საპატიო პროფესორი, მუშაობდა გორაბერეჟოულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის…
- 35
ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 35
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…