მინდა გამოვეხმაურო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე რადიკალური ოპოზიციისა და მისი სატელიტი, პარტიული ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომლებიც არასწორი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. თითქოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მხოლოდ იმიტომ ხორციელდება, რომ ამ ქუჩაზე ცხოვრობს სახელმწიფო რწმუნებული არის სიცრუე.
აღნიშნული ტყუილის გავრცელება კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ არაკვალიფიციურობასა და არაკომპეტენტურობაზე.
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა 2021 წლის 28 ივნისს დავიკავე. ზემოაღნიშნული ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა 2021 წლის 4 ივნისს, შესაბამისად მოცემულ პერიოდში მე ვერ ვიქნებოდი ჩართული სამუშაოების დაგეგმვაში.
ადამიანებზე ზრუნვა, მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. გურიის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე ვმუშაობთ და დეზინფორმაცია ხელს ვერ შეგვიშლის მათ განხორციელებაში.
მსგავსი სტატიები
- 55
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 44
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 42
_თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. _„მილიონ-ნახევარი…
- 41
28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 40
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…