სოზარ სუბარი მმართველი გუნდის დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და პარტიიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს.
„რთული პერიოდი დგას ზოგადად ჩვენს რეგიონში და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. მოგისმენიათ არაერთი განცხადება. იყოს პირდაპირი და არაპირდაპირი მცდელობები. ერთადერთი, რასაც შეუძლია საფრთხე აგვაცილოს თავიდან, ეს არის ხალხის მხარდაჭერა და ხალხის განწყობა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე.
ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე, მეორე მხრივ დგას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების – ეს არის ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შესაძლებლობა, მაგრამ თუკი ახდა იმათი განწყობა, ვისაც უნდა ომში ჩართვა უნდა, მაშინ ყველაფერი დაგვრჩება განზე. ამიტომ ჩვენ ხალხს უფრო მეტი სიმართლე უნდა ვუთხრათ, რისი საშუალებაც არ გაქვს, როდესაც მმართველი გუნდის წევრი ხარ. საზოგადოებამდე ინფორმაცია მიდის, მაგრამ როცა ხარ მმართველ გუნდში, ბუნებრივია, გაქვს გარკვეული შეზღუდვები“, _ აღნიშნა სოზარ სუბარმა ტვ „პირველთან“ საუბარში.
მსგავსი სტატიები
- 54
რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 51
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 45
28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 42
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 40
რეკომენდაციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის ვეფხვის წელი 2022 წლის 1 თებერვალს დგება, მაგრამ ჩვენ მიჩვეული ვართ ამ დღესასწაულის წინასწარ აღნიშვნას, ახალი წლის კალენდრის შესაბამისად. ამის გათვალისწინებით, ღირს, 31 დეკემბერს ყურადღება მივაქციოთ მომავალი წლის მასპინძელს- წყლის ვეფხვს. წლის მფარველ ცხოველთან „მეგობრობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სწორი ჩაცმულობაა. ვეფხვი ლამაზი და ნათელი ცხოველია. ამიტომ, უნდა…