დღეს, ქ. ოზურგეთში, ფოლკლორის ცენტრში უსახელო გალერეა თბილისმა, წარმოადგინა „შემოქმედებითი პროტესტის სკოლის“პროექტის მოგზაური გამოფენა_ცოდნის ჰიბრიდული მედიაცია.

გაზეთი „ალიონს“ ამ გამოფენის შესახებ, ღონისძიების კურატორი  გიორგი როდიონოვი ესაუბრა:

_შარშან, შემოდგომაზე ქართველი, უკრაინელი და გერმანელი ხელოვანები შეიკრიბნენ და ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდნენ ჰიბრიდულ საგანმანათლებლო პროექტზე, სადაც ორი მიმართულება იყო _ონლაინ შეხვედრები და მენტორული განხილვები. პროექტის მონაწილე ორგანიზაციებს (საქართველოს უსახელო თბილისი წარმოადგენდა), პროექტის განხორციელებაში მხარს უჭერდა გერმანიის ფედერალური ოფისი და EWZ ფონდი. ხოლო ამჟამინდელი პროექტი ხორციელდება ჰაინრიხ ბოილის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.

დღეს აქ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი. არის ინსტალაციები, ვიდეონამუშევრები…სხვადასხვა ავტორის 6 ნამუშევარია წარმოდგენილი. ძალიან ბევრი ხელოვანი მონაწილეობდა ამ გამოფენის შექმნაში.იგი ძირითადად კოლაბორაციულია და მათი ავტორები გერმანელი, უკრაინელი და ქართველი ხელოვანები არიან _გვითხრა მან.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა საუბარი ხელოვან ნატალია ვაწაძესთან.

ნატალია ვაწაძემ საინტერესო პერფონანსების შესახებ შესაბამისი ვიდეომასალა წარმოადგინA, საიდანაც ყველაზე აქტუალური ეკოლოგიური და მიგრანტების პრობლემა გახლდათ.

შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მხატვარი ავთანდილ თავართქილაძე, ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის გამგე ლიკა ბაქანიძე, გაზეთ „ალიონის“ რედაქტორი ნუგზარ ასათიანი და შეხვედრის სხვა მონაწილეები.

როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაკა ჩხაიძემ გვითხრა,ნატალია ვაწაძე არის ხელოვანი და დამოუკიდებელი კურატორი. ის აგრეთვე გახლავთ ჯგუფი „ბულიონის“დამფუძნებელი და წევრი. „ბულიონი“ ახორციელებს სახელოვნებო ჩარევებს არასახელოვნებო სივრცეებში და პირიქით, სახელოვნებო სივრცეს სთავაზობს ალტერნატიულ საქმიანობებს. სხვადასხვა ფორმატის პროექტებიდან  ყველას პოსტ-საბჭოური კრიტიკა აერთიანებთ.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 92
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 91
    ნამახვანჰესზე მომუშვე ორგანიზაციების განცხადებასოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო…
  • 90
    გურიიდან დაწყებული თავისუფლება, თუ თავისუფლების ფასი, „ბედის ბორბლის“ დაუნდობელ ტრიალშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ქალის მისია: მტკიცე ხასიათი ძალადობასთან შეუგუებლობის და ბოლო კითხვა, მაყურებლის ამოსახსნელი. ავანსცენა, სიჩუმე. ქალთა გუნდის მცდელობა სისხლიანი ნაკვალევის წაშლისა. ეს დასაწყისია. ხმა წარსულისკენ, ბედის ბორბალიც წარსულიდან. რეჟისორის ასისტენტი ეკატერინე ანთია; კოსტიუმების მხატვარი გია გვიჩია; სპექტაკლის წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ლოტბარები მამია…
  • 88
    ,,შალომ კლუბი“ 17 წლის გადასახედიდან„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“  შესახებ „შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან  როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში. ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი…
  • 88
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…