ენერგეტიკის სექტორში არსებული პროფესიები

2022 წლის 7 ივნისს,ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურისსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის უფროსკლასელთათვის (9,10,11,12 კლასები) კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმა. ამჯერად, კომპანიის მოწვევით, მთისპირის საჯარო სკოლას საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციისა(GREDA)და „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ ახალგაზრდა სპეციალისტები სტუმრობდნენ. GREDA-ს წარმომადგენლებმა საქართელოშიგანახლებადი ენერგიის განვითარება-გამოყენებასთან დაკავშირებით მომზადებული მასალები გააცნეს ახალგაზრდებს. ინიციატივა მიზნად ისახავს,  ენერგეტიკისდარგის პოპულარიზაციას,  სადაც ახალგაზრდა ადამიანს შეუძლია იპოვოს საკუთარი თავი, განვითარდეს პროფესიულად და ჰქონდეს წარმატებული კარიერა.

შეხვედრას უძღვებოდნენ GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირინა პეტრიაშვილი და პროექტების მენეჯერი მატა გორდეზიანი ასევე„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ ბაზრის ანალიტიკოსი გუგა კუპრაძე.სტუმრებმაუფროსკლასელებს გაუზიარეს ენერგეტიკის სექტორში მუშაობის გამოცდილება, რა გამოწვევები აქვთ მუშაობის პროცესში, რა დადებითი მხარე და პერსპექტივები აქვს ენერგეტიკოსის პროფესიის არჩევას და რა ფუნქცია-მოვალეობები გააჩნიათ  ყოველდღიურ საქმიანობაში. შეხვედრა წარიმართა პრეზენტაციის და შემდეგ დისკუსიის ფორმატში.

„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციისთვის“ ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის სწროი ინფორმაციის მიწოდებაა. წელს ჩვენმა ასოციაციამ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი წამოიწყო, რომლის მიზანი საქართველოს მასშტაბით უფროსი კლასის მოსწავლეებში განახლებად ენერგიასთან და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაა. ამავდროულად, დღეს კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა ახალგაზრდებში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზებამ და მათთვის დარგში არსებული კარიერული შესაძლებობების გაცნობამაც, რადგან ბაზარზე ახალგაზრდა სპეციალისტების მწვავე დეფიციტია. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განამახორციელებელ კომპანიას საჭირო და დროული ინიციატივის ფარგლებში მთისპირის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის ორგანიზებისთვის. გურიის ჰიდროპოტენციალის ათვისებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ახალგაზრდებში ენერგეტიკით დაინტერესებას, რათა მომავალში გურიის ელექტროსადგურებში მეტი ადგილობრივი სპეციალისტი დასაქმდეს“.

„GREDA ასოციაციაა, რომელიც განახლებადი ენერგიის მიმართულებით მუშაობას.მოხარულნი ვართ,  რომ ასოციაციის დახმარებით,გვაქვს შესაძლებლობა  მთისპირის სკოლის მოსწავლეებს სექტორში მომუშავე ექსპერტებიგავაცნოთ. უნდა ითქვას, რომ  დღეს  ეს შეხვედრა შედგა და უფროსკლასელებმა უშუალოდ ამ დარგის ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შეიტყვეს ბევრი ახალი რამ ენერგეტიკაზე როგორც დარგზე და პროფესიულ არჩევანზე. ჩვენ, ჩვენის მხივ შეგვიძლია, და გაცხადებულიც გვაქვს ეს შესაძლებლობა, რომ ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ ახალგაზრდებს, თუკი საკუთარ მომავალს ენერგეტიკას დაუკავშირებენ“ _ განაცხადა დავით მიქელაძემ, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა.

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 72
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 68
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 65
    „უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაცია, თითოეული ემიგრანტის მორალური პასუხისმგებლობაა“ - ხათუნა შარაძესაზღვარგარეთ, ხშირად გაიგებთ ქართველების პროტესტს, რომ მსოფლიო, საქართველოს, შესაბამისად და იმ საუკეთესო კუთხით არ იცნობს, რომლითაც იმსახურებს. ქართველები ამაში ვადანაშაულებთ ყველას - დაწყებული სახელმწიფოდან, დამთავრებული უცხო ქვეყნის რიგითი მოქალაქით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს. არადა, დამეთანხმებით, საქართველოს, მსოფლიოსთვის მოსაყოლიც ბევრი აქვს და ბევრიც შეუძლია ასწავლოს.  თუ უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველი…
  • 64
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 63
    მთისპირის საჯარო სკოლის ტრენინგ კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა2022 წლის 23 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის უფროსკლასელთათვის (9,10,11,12 კლასები), „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ მიერ გამოცხადებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის დახურვის ღონისძიება მთისპირის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა. ღონისძიებას მოწვეული სტუმარის რანგში მწერალი დავით ტურაშვილი დაესწრო. მთისპირელმა უფროსკლასელებმა დავით ტურაშვილის ლექცია მოისმინეს. შეხვედრა კითხვა…