დღეს, ქ. ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისათვის“ ინიციატივით მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქციის სლოგანი _ „საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, ევროპისკენ!“
აქციაში ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების (არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია) და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
საზოგადოებას სიტყვებით მიმართეს სამოქალაქო აქტივისტებმა ირმა გორდელაძე, თაკო მიქაძემ,ნინე ულუმბელაშვილმა, ილია მალაზონიამ, ვანო გოგოლაშვილ,ა,, ოთარ რევიშვილმა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ექიმმა ირინა კოპალეიშვილმა,…
_ხელისუფლებას არ უნდა უნდოდეს დაშინებული ქართველები, ტვინგადარეცხილი რუსეთუმეები, ჩირგვებში დამალული საზოგადოება. გამოდით _ნუ ხართ მონა. „ალტ იფოს“ ოფისები მთელს საქართველოშია გახსნილი, ძალით მიგვერეკებიან რუსეთისკენ. ამს ჩვენ არ დავუშვებთ _განაცხადა ირმა გორდელაძემ.
_„ ჩემი შვილები უცხოეთში წავიდნენ, რადგან აქ ვერ მოახდინეს თავიანთი თავის რეალიზაცია. უცხოეთშია შვილიშვილებიც. იმის გამო, რომ ომის დაწყების შემდეგ ძალიან გაძვირდა ბინის ქირა თბილისში, უმცროსი შვილი, მე-4 კურსის სტუდენტი იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა და უცხოეთში წასულიყო სამუშაოდ. ამ ორმა პარტიამ გადაგვიყოლია ყველა, არც ერთი არ გვინდა, გვინდა ევროკავშირი და თავისუფლება“_განაცხადა გაზეთ „ალიონთან“ მიტინგზე გამოსვლის შემდეგ ოზურგეთის მცხოვრებმა ივლიტა გუჯაბიძემ.
როგორც დაანონსდა, ოზურგეთელები ხვალ, ბათუმში გასამართ მიტინგში მიიღებენ მონაწილეობას.
მსგავსი სტატიები
- 49
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 46
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 46
საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 44
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 44
რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…