კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამას შორის 2021 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კურორტ ბახმაროს ცენტრალურ ქუჩაზე 4.5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ლედ განათების სისტემა დამონტაჟდება. საპროექტო არეალი დაათვალიერეს „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის  და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა. არსებული მოძველებული ბოძების დემონტაჟისა და ლედ ნათურებით აღჭურვილი ახალი თანამედროვე ბოძების მონტაჟის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტი CCEH-ისა და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება და „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ სოციალური პროგრამის ნაწილს წარმოადგენს.

_ „მოხარულნი ვართ, რომ მოვახერხეთ და მაქსიმალურად მცირე დროში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასთან ერთად შევძელით იდეის პროექტად ჩამოყალიბება. უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი ვიმუშავეთ ამ მიმართულებით. გვსურდა,  განგვეხორციელებინა პროექტი, რომელიც იქნებოდა ინოვაციური და აუცილებლად მდგრადი, რეგიონისთვის სასარგებლო და ასევე, უპასუხებდა გლობალურ გამოწვევებს. ლედ ტექნოლოგია არის გრძელვადიანი, ის ეკოლოგიური განათების სისტემაა, ძალიან დაბალი, დამზოგველი მოხმარებით. თანამედროვე და ეკოლოგიური ტექნოლოგიები ინოვაციურია რეგიონისთვის და გვახარებს ის ფაქტი, რომ USAID-ისთან ერთად  სწორედ ასეთ პროექტს ვახორციელებთ ყველასათვის საყვარელ კურორტ ბახმაროში“ _  განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორმა.

_ „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო სექტორთან, ქვეყანაში სუფთა და განახლებადი ენერგიის წყაროების რაციონალური ათვისების, ინვესტიციების წახალისების, მდგრადი ენერგიის მოხმარების, თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვის მიზნით. ჩვენ მივესალმებით კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის მიდგომას განახლებადი ენერგიის დარგში ინვესტირების პარალელურად განახორციელოს სხვადასხვა სოციალური და ინოვაციური პროექტები. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად კურორტ ბახმაროს ცენტრალური ქუჩის ენერგოეფექტური განათების სისტემის მოწყობის პროექტი განხორციელების ფაზაზე გადავიდა და რამდენიმე თვეში შევძლებთ ამ საპილოტე პროექტის წარმატებით დასრულებას“ _ განაცხადა ივანე პირველმა, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.

USAID-ის   ენერგეტიკული   მომავლის   უზრუნველყოფის პროგრამისა და  კავკასიის  განახლებადი  ენერგიის  ჰოლდინგის პარტნიორობა გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკული    სექტორის    წინსვლის ხელშეწყობას   და    ამ მიმართულებით, მდგრადი    შედეგების უზრუნველყოფას. საკითხისადმი ერთობლივი  მიდგომა  გულისხმობს,  გურიის რეგიონში ინოვაციური  იდეებისა და პროექტების წახალისებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კერძო სექტორში ინვესტიციების ზრდას, თანამშრომლობის მიზანია,  საქართველოში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი გენერაციის ობიექტების განვითარება.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 77
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 66
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 65
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 64
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…

არ გამოტოვოთ