ლანჩხუთის მაგისტრ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო ჩატარდა. პროცესზე განზრახ მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ. იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მსაჯულთა ჯგუფი დაკომპლექტებული იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანებისგან, რომლებსაც ჯერჯერობით მსგავსი სახის პროცესებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მოსამართლე, ბრალდებისა და დაცვის მხარეები დაკომპლექტებული იყო იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებისაგან. „ნაფიცმა მსაჯულებმა“ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოუსმინეს ორივე მხარე, გაეცნენ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს, შესავალ და დასკვნით სიტყვებს. პროცესის ბოლოს, ვერდიქტის გამოტანამდე გაიმართა ხანგრძლივი კამათი _ ეცნოთ თუ არა ბრალდებული დამნაშავედ. თუმცა მცირე უპირატესობით, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გამართლდა.

„2022 წლის განმავლობაში უკვე მეშვიდე იმიტირებული პროცესი ჩატარდა ლანჩხუთში და მისი მიზანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება“,_  ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ღონისძიება მიმდინარეობდა კამპანიის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში და იგი მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს( COE) მიერ.

მსგავსი სტატიები

  • 53
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 52
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 46
    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნალანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია…
  • 43
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნოგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ნიგვზიანის, აკეთის , ჩოჩხათისა და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მის შესასრულებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 7 124 326 ლარი გამოიყო.
  • 43
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…