ხვალ, დილიდან, ოზურგეთელ, ქობულეთელ და სხვა მუნიციპალიტეტის მწყემსებს საშუალება ექნებათ, საზაფხულო იალაღებზე ნახირის გადასარეკად, 3 დღის განმავლობაში, ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზით ისარგებლონ.

კურორტ გომისმთის მიმდებარე იალაღებით ძირითადად შუახეველი, ქობულეთელი და ოზურგეთელი მესაქონლეები სარგებლობენ.

წინა წლებში, ზაფხულის დასაწყისითვის აჭარა-გურიის მთების საზაფხულო იალაღებზე მწყემსებს საქონელიც ჰყავდათ აყვანილი და კარტოფილი და სხვა კულტურები დათესილი.

წლევანდელმა დიდმა ზამთარმა პრობლემები შეუქმნა მესაქონლეებს. დიდი თოვლის გამო მათ ვერ მოახერხეს მთაში დროული ასვლა.

შუახეველებმა რამდენიმე დღის წინ გაწმინდეს თოვლისაგან საზაფხულო იალაღებამდე მისასვლელი გზები. სამუშაოებს უშუალოდ აკვირდებოდნენ როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის თავკაცები, ისე საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამუშაოები უკვე დაასრულა და როგორც ჭვანას ხეობიდან გვაცნობეს, მათი პირუტყვი უკვე გაემართა მთისკენ.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ოზურგეთი-ბჟუჟჰესი-გომისმთის მონაკვეთზე?

ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია New  Road ახორციელებს.

სამუშაოები შარშან დაიწყო და მსუბუქი და სხვა ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდული იყო 15 ივნისიდან 1 დეკემბრის ჩათვლით.

მშენებლებმა შარშან მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულეს, მაგრამ იგი გარდამავალია და წელსაც გაგრძელდება. დიდმა თოვლმა ზიანი მიაყენა საგზაო ნაგებობებს.

_ძალიან საშიში მდგომარეობაა, ზამთარში მეწყერი რამდენიმე ადგილას ჩამოწვა, ახლა არსებულ პროექტში ცვლილებები შედის  და მეგზევეებს დამატებითი სამუშაოები აქვთ ჩასატარებელი. უნდა ჩაისხას 6.000 კუბური მეტრი დამცავი კედლები, მოეწყოს დამატებითი სხვა დამცავი ნაგებობები _გვითხრა რამდენიმე დღის წინ შპს „გზამშენი 18-ის“ უფროსმა თემურ ჯახვამ.

ორი დღის წინ კი გაზეთ „ალიონის“ რედაქციას ნაცნობი მწყემსები დაუკავშირდნენ მოლიან-ჩალიანიდან და თავიანთი გასაჭირი გაგვაცნეს.

_დიდთოვლობის გამო, წელს გომისმთის მიმდებარე იალაღებზე პირუტყვი გვიან უნდა გადავრეკოთ. არადა, ხვნა-თესვის პერიოდი იწურება და დაუთესავი დარჩება ათეულობით ჰექტარი საყანე ფართობები. უნდა დაგვეხმაროთ და გაგვიგოთ, გვექნება თუ არა საშუალება ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზით სარგებლობის…

ჩვენ კვლავ დავუკავშირდით შპს „გზამშენი 18“-ის უფროსს თემურ ჯახვას:

_ვესაუბრე მშენებერე კომპანია New  Road-ის დირექტორს დავით ჟღენტს, გავაანალიზეთ არსებული ვითარება,გავაცანით იგი  სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს. დღეს დილიდან  შპს „გზამშენი 18“_ის ტრაქტორი მუშაობს გზის დამეწყრილი მონაკვეთების გასაწმენდად. გამთენიისას მორჩებიან სამუშაოებს და ხვალ დილიდან (10 ივნისი), სამი დღის განმავლობაში ოზურგეთელ და ქობულეთელ, სხვა მუნიციპალიტეტების  მწყემსებს საშუალება ექნებათ საზაფხულო იალაღებე გადარეკონ პირუტყვი_გვითხრა თემურ ჯახვამ.

ჩვენ ცნობილ ფერმერს ბესო ლომინაძეს ვესაუბრეთ:

_ შპს „გზამშენი 18“-ის უფროსი თემურ ჯახვა დაგვიკავშირდა და გვითხრა გზაზე გადაადგილების ვადების შესახებ. ჩალიან-მოლიანში, მიმდებარე ქობულეთის მუნიციპალიტის სოფლებში  მეცხოველეობის ფერმებს შევატყობინეთ, რომ ხვალიდან გზა გაიხსნება _ გვითხრა მან.

ამჟამად ბესო ლომინაძე ცხენების რემას მიერეკება გომისმთის იალაღებისკენ.

ხვალიდან ნახირი  მთებისკენ დაიძვრება!

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ფოტო

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 93
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 89
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 89
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 88
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 88
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…

არ გამოტოვოთ