რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ომი დაიწყოს ლიეტუვასთან, რათა აიღოს კონტროლი სუვალკის დერეფანზე, რომელიც გზას გაუხსნის კალინინგრადისკენ. მისმა ქმედებებმა შესაძლოა ნატოს დაშლა გამოიწვიოს. ამის შესახებ FREEDOM-ის ეთერში სამხედრო ექსპერტმა მიხაილ სამუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყანაზე თავდასხმა და ტერიტორიის შემდგომი მიტაცება იქნება სიგნალი ნატოსთვის კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლის განსახორციელებლად.

როგორც სამუსმა აღნიშნა, ეს შესაძლებელია მხოლოდ ალიანსის ყველა წევრის მხარდაჭერით. უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ყველა ქვეყანა არ არის მზად რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირებისთვის, რაც გამოიწვევს მეხუთე მუხლის დაბლოკვას.

„პუტინმა იცის, რომ არის ქვეყნები, როგორიცაა გერმანია ან უნგრეთი, შესაძლოა საფრანგეთი, რომლებსაც არ სურთ რუსეთთან პირდაპირი ომი. მათ ესმით, რომ ამისთვის მზად არ არიან“, – განმარტა ექსპერტმა.

სამუსმა დასძინა, რომ 2017 წლიდან რუსეთი და ბელორუსია წვრთნების დროს სუვალკის დერეფნის შესაძლო აღებას ახორციელებენ. _აღნიშნულ ინფორმაციას pia. ge ავრცელებს.

სუვალკსკის დერეფანი, ანუ სუვალკსკის ნაპრალი – ეს პოლონეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიის პირობითი სახელწოდებაა – სადღაც ბელორუსსა და კალინინგრადს შორის. გამარტივებული სატრანზიტო პროგრამა 2003 წლიდან მოქმედებდა და ევროკავშირის წევრ ლიეტუვის გავლით თვეში კალინინგრადში დაახლოებით 100 სატრანზიტო მატარებელი მიემართებოდა. ლაპარაკია როგორც რუსულ ტვირთებზე, ისე ბელარუსულზე, რომელიც ლიეტუვის მოსაზღვრე ბელარუსის გავლით ხვდებოდა რუსულ ექსკლავ კალინინგრადში.

მსგავსი სტატიები

  • 49
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 47
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 47
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 44
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 44
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…