„საქართველოში ჩატარებული შიდა რეფორმების შედარება უკრაინასთან და მოლდოვასთან შეუძლებელია, მიუხედავად ამისა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მისცეს, საქართველოს კი არ მისცეს. ჩემი აზრით, საქართველო მეტად იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა“. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ლიდერის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა. ინფორმაციას apsadgil.info ავრცელებს.

ღვინჯიამ ამის შესახებ სოხუმი-მოსკოვის ვიდეოხიდის დროს განაცხადა სახელწოდებით „აფხაზეთის უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების კონტექსტში“, რომელიც „სპუტნიკ-აბხაზიას“ პრესცენტრში გაიმართა.

„ის, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს – პოპულისტური გადაწყვეტილებაა. შეუძლებელია საქართველოში გატარებული შიდა რეფორმების და ცვლილებების შედარება უკრაინასთან და მოლდოვასთან. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის დროს უკრაინას მისცეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს – არა. ჩემი აზრით, თუ ვინმე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს ამ სამეულიდან, ეს საქართველოა. გასაგებია, რომ საქართველოს ამ მისცეს სტატუსი სწორედ უკრაინაში მიმდინარე ამბების გამო. თბილისი ხომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. ამასთანავე, სავსებით ნათელია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ ქვეყნებს არაფერს აძლევს, გარდა რიგის ნომრის ფანჯარასთან, რომელიც შეიძლება იმაზე ადრე დაიხუროს, ვიდრე შენი რიგი მოვა“, – განაცხადა ღვინჯიამ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს თურქეთის ფაქტორი, რომელთანაც საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს და ორ ქვეყანას ბევრი ბიზნეს-პროექტი აკავშირებს.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთისთვის არსებულ რისკებს თბილისის მხრიდან, ღვინჯიამ აღნიშნა, რომ „სოხუმს არ აქვს ილუზიები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ტერიტორიულ პრობლემებს მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრას შეეცდება. ამასთანავე, ღვინჯია ამბობს, რომ საქართველოში მეტია ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი ომის წინააღმდეგია. „საქართველო სამხედრო პოტენციალს აძლიერებს. რაც ამ სიტუაციაში უნდა გავაკეთოთ, ის არის, რომ შეიარაღებული ძალები მზად უნდა გვყავდეს და პანიკა თავიდან უნდა ავიცილოთ“, – ამბობს ასლან ბჟანიას მრჩეველი.

მაქსიმ ღვინჯია ამბობს, რომ ვიდრე სამხედრო დაპირისპირებამდე საქმე არ მივიდა, დიპლომატიური გზებით პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს.

მსგავსი სტატიები

  • 68
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 68
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 66
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 63
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 62
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…

არ გამოტოვოთ