დღეს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიეთში ბუნების ცნობილი დამცველის ჯანვერდი ცეცხლაძის ეკომუზეუმში  აღინიშნა.

მეოთხედი საუკუნეა სოფელ გოგიეთში, ჯანვერდი ცეხლაძის ეკომუზეუმს მუნიციპალიტეტის არაერთი სკოლა, ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორები  სტუმრობენ. ახლახან აქ დაბა ნარუჯის და სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.

„22-მაისს ბიომრავალფეროვნებიის საერთაშორისო დღეს, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლისმოსწავლეები ოზურგეთში, მაკვანეთის ეკოპარკს ეწვივნენ, სადაც ბიომრავალფეროვნების სიმდიდრეა, მასპინძელი ბატონი ჯანვერდ ცეცხლაძე იყო, რომელმაც მეგზურობა გაუწია მოსწავლეებს და საინტერესო ინფორმაციაც მიაწოდა ტყეპარკში გავრცელებულ მცენარეებზე სადაც იზრდება ცაცხვი, წიფელი, ნეკერჩხალი, ურთხელი და სხვა ასევე ტყეპარკში იზრდება წიწვოვანი და ბუჩქოვანი მცენარეები, მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს ეკომუზეუმი, უამრავი საინტერესო მასალა მოიპოვეს ბუნებაში, მიიღეს ინფორმაცია ბიომრავალფეროვნების შესახებ. ეს დღე მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ, რადგან იმხიარულეს, გაერთნენ, დატკბნენ ბუნების სილამაზით, გადაიღეს ბევრი ფოტოსურათი , რომელსაც გამოიყენებენ კონკურსისათვის ,,ბიომრავალფეროვნება ჩემ ობიექტივში“.

ეკოსკოლის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი მომავალში კვლავ ესტუმრონ ეკოპარკს._წერს დაბა ნარუჯის ეკოსკოლის მოსწავლეები.

ამჯერად ეკომუზეუმს მათი მეგობარი ტურისტულ-ალპინისტური საზოგადოება „ქორბუდეს“ წევრები სტუმრობდნენ, რომელთაც ეკომუზეუმს 25 წლის ურთიერთობის ისტორია აქვს.

_ გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა  ახორციელებს პროექტს გურიის ეროვნული პარკის დაარსებისთვის. ვფიქრობ, გოგიეთის ეკომუზეუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება ეროვნული პარკის ვიზიტორებისთვის, ამისთვის კი დონორი ორგანიზაციების მეტი დაინტერესება იქნება საჭირო_გვითხრა ჯანვერდი ცეცხლაძემ.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გოგიეთის ეკო მუზეუმში სპორტული ღონისძიებებით აღნიშნეს.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 46
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 43
    უცხოელები რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ლანჩხუთისა და გურიის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვეს.,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“  გრ. რობაქიძე მე-19   საუკუნის საქართველოს ისტორიაში  ნათელ ფურცლებს წარმოადგენს  ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს  საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას,  ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი  რაც შეიძლება უკეთ გაცნობის  კეთილშობილურ  მიზანს.  და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
  • 42
    კაცი მდიდარი ისტორიითოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
  • 41
    მეფუტკრეობა და გარემო„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…
  • 39
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…