დღეს, ქ. ოზურგეთში, საკათედრო ტაძრის ეზოში, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქციას ატარებდა. ამ აქციის შესახებ რეგიონული მედიის უმეტესობა არ იყო ინფორმირებული და აქციის ადგილას კონფლიქტის დაწყების შემდეგ მივედით. იყო სიტყვიერი დაპირისპირება და გაწევ-გამოწევა  ენმ წევრებსა და მოქალაქეებს შორის. შემდეგ ტაძრის ეზოში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებიც მოვიდნენ და სიტყვიერი დაპირისპირება და გაწევ-გამოწევა საკრებულოს ორი ფრაქციის დეპუტატებს შორის მოხდა, თუმცა შემდეგ საქართველოს პარლამენტის წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ხატია დეკანოიძემ (პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი) და ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებთან შეხვედრა გააგრძელეს.

ხატია დეკანოიძემ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გაზეთ „ალიონთან“ გააკეთა: _ჩვენ დავდივართ რეგიონებში იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობის შესახებ ვესაუბროთ. თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას მათი კეთილდღეობისთვის, სამართლიანობისთვის, კანონის უზენაესობისთვის.

ანალოგიური ინციდენტი მოხდა ქ. ქუთაისშიც. იქაც ქალაქის საკრებულოს „ქართული ოცნების“წევრები მოიყვანეს, ჩვენი შეხვედრის ჩასაშლელად.ისინი შემდეგ წავიდნენ. პოლიცია, როგორც ყოველთვის, გვიან მოვიდა.

აქაც მოვიდა ხალხი და ჩვენ მათთან ვაგრძელებთ შეხვედრას. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ამის ზემოთ სამშობლო დგას და გვინდა  ამ ადამიანების შვილებისთვის  ევროპა იყოს  საერთო სახლი _გვითხრა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სტატიები

  • 68
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 66
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 66
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 63
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 60
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…