გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ფაზისის საერო აკადემიის წევრი, პროფესორი იური სიხარულიძე.
იური სიხარულიძის ისტორიით დაინტერესება ექვთიმე თაყაიშვილთან შეხვედრამ განაპირობა, რომლის რჩევითაც ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა. 1953 წელს იური სიხარულიძემ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „გურიის 1841 წლის აჯანყება“. 1954 წელს იგი აირჩიეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დოცენტად. 1969 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის XIII-XIV საუკუნეებში.“1974 წელს აირჩიეს პროფესორის თანამდებობაზე.
1958-59 წლებში გამოქვეყნდა მისი ორტომიანი ნაშრომი “სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა”, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამეცნიერო წრეებში. ხოლო 1977-79 წლებში კი „ჭანეთი (ლაზეთი)“ (აღნიშნული ნაშრომის მესამე ტომის გამოქვეყნება ავტორმა ვერ შეძლო გარკვეულ მიზეზთა გამო). 1985 წელს „ნიგალი (ლივანა)“, 1987 წელს „შავშეთ-იმერხევი”“და ა.შ. „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებულებში” პერიოდულად ქვეყნდებოდა მისი სამცხის, შუა და ზემო გურიის ისტორიულ-გეოგრაფიული აღწერილობა. მისი წერილები გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაწყებული ხშირად ქვეყნდებოდა გაზეთ „ალიონში.“
მის ნაშრომებს მაღალ შეფასებას აძლევდნენ აკადემიკოსები: აკაკი შანიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, სერგი ჯიქია, გიორგი მელიქიშვილი. ბატონი იური საქართველოს სისტემური ტოპონიმიკური კვლევის ერთერთ ფუძემდებლად ითვლებოდა.
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს სახელოვანი მეცნიერის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს.
დაკრძალვა ხუთშაბათს, 2 ივნისს,14 საათზე. გამოსვენება უნივერსიტეტის ქ. #6, (საპანაშვიდე სახლიდან).
ს
მსგავსი სტატიები
- 42
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 35
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 34
ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 33
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 33
საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…